საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1934

ტიპი: ღონისძიება

1934-1938 წლებში ილია კაჩმაზოვი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

1965

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1965 წელს ჯერზი შტეფან სტავინსკი მეუღლესთან, ელენე ამირეჯიბთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ოქროპირ ონოფრეს ძე ნადირაძე ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: გარდაცვალება

1867 წლის 27 მაისს ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ლუკა ნიკოლოზის ძე ახვლედიანი გარდაიცვალა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-70 წლებში ანდრია ვასილის ძე ნიკოლაძე ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წლის აგვისტოში ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ანდრია ვასილის ძე ნიკოლაძე გარდაიცვალა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 14 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა და სთხოვა, გაეგო, სად მდებარეობდა პოლონურ-ქართული საზოგადოების ოფისი და რა როლს ასრულებდა ამ საზოგადოებაში იან ბრაუნი.

1834

ტიპი: თანამდებობა

1834-44 წლებში ნიკოლოზ რამაზის ძე ახვლედიანი ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, თბილისის სასამართლო პალატის განჩინებით, პორუჩიკი ქავთარაძე სამტრედიის ნაწილის ბოქაულად ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისათვის სამსახურიდან გაირიცხა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში საქართველოდან გაგზავნილი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა მიიღო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843-65 წლებში თეოდორე დავითის ძე ნიკოლაძე ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1844

ტიპი: თანამდებობა

1844 წელს ოქროპირ ონოფრეს ძე ნადირაძე ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-67 წლებში ლუკა ნიკოლოზის ძე ახვლედიანი ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მაზრის უფროსს, კაკაბაძეს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის შტატგარეშე გუბერნიის მდივან ისარლიშვილს კოლეგიის მდივნის სტატუსი მიენიჭა.

1965

ტიპი: გარდაცვალება

1965 წლის 30 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში პლატონ თაყაიშვილი გარდაცვალება შეატყობინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს დავით ქარცივაძემ საბებიო ინსტიტუტის სტუდენტ ბარბარე თავბერიძისთვის 15 მანეთი და 25 კაპიკი შეაგროვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს სოფიო ჩხეიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად მანეთი გაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მარკოზ ღლონტმა, გრიგოლ ბერეჟიანმა, ნიკოლოზ გოგიტიძემ, იოსებ მაისურაძემ და ს. დინარაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო მანეთი გაიღეს.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეატყობინა, რომ სამ გაზეთს გაუგზავნა წერილი რუსთაველის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ დაბეჭდა.

1966

ტიპი: ავტორობა

1966 წლის 23 ნოემბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სთხოვა, შეეტყობინებინა, გაიმართა თუ არა რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა საქართველოს სსრ კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგეს, ა. დოლიძეს სთხოვა, მომავალში მისთვის წიგნები პოზნანში გაეგზავნა.

1852

ტიპი: თანამდებობა

1840 და 1852 წლებში გიორგი ლაზარეს ძე ფხაკაძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელის, ზუგდიდის მაზრის სოფელ კირუხის მცხოვრებ კონსტანტინე გრიგოლის ძე სახურიას, ოქროპირ ჯავახიშვილისა და თევდორე ნაგელის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამუშაოს არაკეთილსინდისიერი შესრულება, რის გამოც ძეგვის ხიდიდან ლოკომოტივი და ცამეტი ვაგონი გადაცვივდა.

1794

ტიპი: თანამდებობა

1794-1849 წლებში ზაქარია იოვანეს ძე შარვაშიძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.