რეგისტრირებული ფაქტები81285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თომა გრიგოლის ძე ჯომარჯიძის ოქროყანაში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს სარდაფით, სამზარეულოთი, თავლით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთი დესეტინა მიწით.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლის ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი მეფუტკრეობისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ვანო ონიკაშვილი ხილის მოყვანისთვის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე ელენე ჭილაშვილმა კონსერვებისა და მურაბებისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე იაკობიშვილმა მეფუტკრეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე მარიამ გოგოლაშვილმა აბრეშუმის ნაქსოვისთვის ქების ფურცელი მიიღო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზი – ერთ დროს ლამაზი, მწვანეში ჩაფლული ქალაქი, თერგის ოლქის ცენტრი, ახლა სევდიან სანახაობას წარმოადგენდა. ჭურვებისგან დანგრეული შენობები, ხანძრებისგან ნახშირად ქცეული კედლები მეტყველებდა იმ დრამაზე, რაც 12 დღის განმავლობაში ქალაქში გათამაშდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის აზრით, მომავალი თაობებისთვის, ვინც რუსეთის რევოლუციის ისტორიას გაეცნობოდა, იმ ქალაქებს შორის, რომელიც ამ რევულუციის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, პირველ ადგილზე სწორედ ვლადიკავკაზი იქნებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის თანახმად, ქალაქის კოალიციური მთავრობა საკმაოდ უსუსური იყო, ხოლო სიმშვიდესა და წესრიგს ამ მხარეში განაპირობებდა ის შიში, რასაც თერგის ოლქში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთმანეთის მიმართ განიცდიდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ქალაქში კაზაკების დასახმარებლად გადმოსული ოსები უფრო მეტად მოსახლეობის ძარცვით დაკავდნენ, ვიდრე ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქს ბოლშევიკების ორი ჯავშანმატარებელი მოადგა. ჯავშანტექნიკის დახმარებით ბოლშევიკებმა ქალაქი დაანგრიეს და კაზაკებიც გამოდევნეს იქიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსანოვი, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან დავალება ჰქონია მიცემული, ამის მაგივრად ვლადიკავკაზში გაქცეულა და მოკლე ხანში თერგის ოლქის კომისრების ფავორიტი გამხდარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ თერგის ოლქის კომისრების ფავორიტი, რუსანოვი, ქალაქში ცეცხლის გახსნასთან ერთად ბოლშევიკებს გაექცა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის მიხედვით, ვლადიკავკაზისთვის გამართულ ბრძოლაში ინგუშები იძულებულნი იყვნენ, მიმხრობოდნენ ბოლშევიკებს, რომლებიც კავკასიის ამ ყველაზე დაჩაგრულ და უმიწაწყლოდ დარჩენილ ხალხს მიწების დარიგებას შეჰპირდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა კაზაკებმა თავისი სტანიცები იძულებით ჩააბარეს ჩეჩნებსა და ინგუშებს, თვითონ კი თერგის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.