რეგისტრირებული ფაქტები89767
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 სექტემბერს თელავის ქართულ სკოლაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებას ალექსანდრე ვახვახიშვილი თავმჯდომარეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძის თხოვნით თელავის ქართულ სკოლაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრება გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბერს ბორჯომში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს „სამშობლო“, რომლის რეჟისორი იყო იოსებ ჟივიძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ალექსის ძე რუხაძის „შენ მღეროდი!“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ანდრია მურუსიძე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის თანახმად სამხედრო სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ოლიმპიადა (ლიპა) ღოღობერიძე, ოლია კიკალიშვილისა და ეკატერინე ბახტაძისა ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ აგრაფინა ბახტაძე, ლუბა ჭანტურიშვილი და ლუბა ჩხენკელისა ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ნინო საღარაძე, მარო ბალანჩივაძე და ეკატერინე ქუთათელაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით კასრაძე ქართველ ქალთა გიმნაზიის უმაღლეს კლასებში მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილს ქუთაისის დასის შედგენა დაავალეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ კირილე მაჭარაძე, შალვა გოგოლაშვილი (შალვა ხონელი) და სოსიკო მაჭარაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ საშა ქუთათელაძე, ამბროსი ბახტაძე და დათიკო მებუკე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.

