საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81314

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „გრუზია“ ცნობით, ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვი ვაჭრობის ზედამხედველი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობამ დაამტკიცა ქალაქის გადასახადთა ბიუროს გამგის, ვ. მ. ჰოფმანის წინადადება მოქალაქეებისთვის დამატებითი გადასახადის დაკისრების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც მეუღლე ნინა, ძმა და შვილები იუწყებოდნენ, რომ გარდაიცვალა იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის თქმით, ბოლშევიკებსა და კავკასიის ხალხებს შორის დადებული ზავი დროებითი იყო. კაზაკები და ოსები აქტიურად ემზადებოდნენ ვლადიკავკაზზე თავდასხმისათვის, ხოლო ქალაქში გამაგრებულები – თავდაცვისათვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. მ. ჰოფმანი იყო ქალაქის გადასახადთა ბიუროს გამგე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი ბათუმიდან რუსეთისკენ გაემგზავრა. ის სადგურამდე ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა და ბორჯომის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაცილეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესად გადააკეთა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა კონსტატინე ნიკოლოზის ძე რეიტერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავი ვერ შეძლებდა თავმჯდომარეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებით გამოვიდა. მან ხალხს მოუწოდა, მოესპოთ ქურდობა და ყალბი მოწმობების გაცემა და განედევნათ საზოგადოების მავნე წევრები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებით გამოვიდა. მან ხალხს მოუწოდა, რომ თავიანთ სოფელში ერთკლასიანი სოფლის სასწავლებელი დაეარსებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებებით გამოვიდა და ხალხს მოუწოდა, რომ გზები და ხიდები შეეკეთებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლო მოხელეებმა და ქალაქის მომრიგებელმა მოსამართლეებმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვს სადილი გაუმართეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ჟან-ბატისტ მოლიერის თხზულება „სკაპენის ცუღლუტობა”, რომელიც აკაკი წერეთელმა თარგმნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთათელაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთათელაძე ოზურგეთის მაზრის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცელი” წერს, რომ გძელიშვილი ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გძელიშვილი თიანეთის მაზრის სოფლის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მღვდლიევი ლეჩხუმის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ჩიჩიბაია ბაღდათის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინისგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელზეც მეორე კლასის მოსწავლეები ივ. ვარაზიშვილი და ს. პაიჭაძე წარჩინებული სწავლისთვის დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფ. რ. კორძაიას მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძის მიერ ორგანიზებული ქართული ენის კურსები თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ჩატარდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძის მიერ ორგანიზებული ქართული ენის კურსები პირველი ოქტომბრიდან დაიწყებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, განათლების სამინისტროს ნება დაურთავს პედაგოგ დიმიტრი დუმბაძისთვის, გაეხსნა ქართული ენის კურსები.