რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის მოხსენება სადაც აღნიშნულია, რომ სოფლის მოსახლეობას ხაზინაში არ შეაქვს გადასახადი, რის გამოც ზარალდება სახელმწიფო. ეროვნული საბჭო ვალდებულია თითოეულ ოჯახს დააკისროს ვალდებულება ყოველთვიურად 10 თუმანი შეიტანოს ხაზინაში. ხელს აწერს მდივანი ბარნაბა გამსახურდია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა. სხდომაზე დადგინდა: 1. ქართულ უნივერსიტეტსა და ქართულ გიმნაზიას გაეწიოს ნივთიერი დახმარება ეროვნული საბჭოს სახსრებით; 2. გიმნაზიას შეუძლია ერთის მხრივ, სესხის აღებითა და მეორეს მხრივ, შემოსული სწავლის თანხებიდან ხარჯების დაფარვა; 3. ქართულ უნივერსიტეტს მიეცეს დახმარების სახით სუბსიდია 85 000 მანეთამდე ოდენობით; 4. არ გაიყიდოს გიმნაზიის კუთვნილებაში არსებული განის ქუჩაზე მდებარე სახლი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს ეთხოვა სასკოლო სექციისთვის ქართული გიმნაზიის, როგორც სამოსწავლო, ისე ნივთიერი (სამეურნეო) მდგომარეობის გაცნობა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება გიმნაზიის მოსაწესრიგებლად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საერობო გამიჯვნის სექციის თავმჯდომარეს კომიტეტში თანაშემწის წარდგენის თაობაზე. ხელს აწერენ აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველი, პავლე საყვარელიძე და კომიტეტის მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბრიდან დარია თეოფილეს ასული ბერეკაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 1917 წლის 20 დეკემბერს სოფ. გეგუთში გახსნა საფეიქრო სკოლა, რომელმაც დანიშნულება შეასრულა. სოფელის მცხოვრებთა უმეტესობამ შეისწავლა ხელობა და სახლში საკუთარი მანქანაც ბევრმა დაიდგა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბრიდან მ. ნ. ზაალოვა საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორობისა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობებისგან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს ილია ზურაბიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მდივანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს კონსტანტინე შათირიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს ბუღალტერი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს ივანე შატბერაშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს საგვარეულო საქმეთა მწარმოებელი და არქივარიუსი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს კანცელარიის საქმეების მწარმოებელი და თავადაზნაურობის გუბერნიის ომში გაქვეულთა ოჯახების დამხმარე კომიტეტის მდივანი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს გრიგოლ იორდანიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს არქივარიუსის თანაშემწე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს დავით საყვარელიძე ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს საბეჭდ მანქანაზე მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს ილია ალექსეევი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს ტიხონ მხეიძე იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბერს მამედ კირჩხელი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.

