საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 დეკემბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად უნდა გამართულიყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ალექსანდრე კავსაძისა და იოსებ მჭედლიშვილის საერო ხორო მიიღებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 მაისის „ცნობის ფურცლის” ინფორმაციით, ქალაქში დადიოდა ხმები, თითქოს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის გამგებლობაზე უარს იძახდა. თუმცა ეს ამბავი უბრალო ჭორი იყო და სარწმუნო წყაროს არ ეფუძნებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მაისს თბილისის საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ალექსადრეს ძე რომანოვის დაბადების დღისთვის წირვა აღსრულდა. წირვას ნიკოლოზ რომანოვი და გრიგორი გოლიცინიც ესწრებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მაისს თბილისის სათავადაზნაური თეატრში ილია გიორგის ძე კარგარეთელს კონცერტი უნდა გაემართა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო თეატრში იგეგმებოდა კონცერტის გამართვა, რომელშიც ნიკოლოზ კლენოვსკი იღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ დ. პ. ფურცელაძეს ძველი სასაფლაოებისა და კახეთის ქალაქების გამოკვლევა დაავალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მაისს ქალაქის საბჭომ განიხილა ბერნატოვიჩის საჩივარი, რომელშიც ეწერა, რომ მისი სახლი ძვირად იყო შეფასებული და ამის გამო ყოველწლიურად დიდი თანხის გადახდა უწევდა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქეოლოგ დ. პ. ფურცელაძეს კახეთში აღმოჩენილი ძველი ნივთები შესამოწმებლად უნდა გადაეცა პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიისთვის, რომელიც მუზეუმებში შეინახავდა მათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მაისს ქალაქის საბჭომ განიხილა ლეგა ხუცურაულის საჩივარი. მისი თქმით, ის ქალაქის საყასბოს დარაჯი იყო და უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კონდუქტორებმა გზის მოიჯარადეს, სლივიცკის უჩივლეს, რადგან ის კონდუქტორებს კუთვნილ თანხას არ უნაწილებდა. კონდუქტორები მას 2600 მანეთს ედავებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 სექტემბრის თბილისში მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფარი აკურთხეს. კურთხევას მრავალი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და გორსკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცელიდან” ვიგებთ, რომ მედუქნეებმა, ს. კიკვიძემ და იაგორ ბარხუდაროვმა მთავარმართებელს გაუგზავნეს თხოვნა, სადაც ეწერა, რომ ქალაქის გამგეობა სამიკიტნოებზე ბაჟის გაწერისას უნდა სარგებლობდეს სამიკიტნოების არსებული რაოდენობით და არა სამიკიტნოების იმ სავარაუდო რიცხვით, რომელსაც გამგეობა ადგენს ხოლმე წლის დასაწყისში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა. იმ კრებაზე ახლად არჩეულმა გამგეობის წევრებმა ძველი გამგეობის ქონება გადაიბარეს. კერძოდ, ქონება ჩაბარდა ყარამან მამულაიშვილს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძეს არქეოლოგიური კვლევები დაგეგმილი ჰქონდა სიღნაღის მაზრის სოფელ ჭერამში და თელავის მაზრაში – გრემსა და ნეკრესში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს გამართულ ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე საქმეები დიმიტრი ცეცხლაძეს შეესრულებინა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 6 სექტემბრის საჩხერეში მცხოვრები 18 წლის ბიჭი, არტემ კალმახელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას შემთხვევით გასროლილი ტყვია შუბლში მოხვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თავადაზნაურთა უკანაკსკნელი არჩევნების გამო შეტანილი საჩივარი გრიგორი გოლიცინს განუხილავს, თუმცა უსაფუძვლოდ მიუჩნევია და უყურადღებოდ დაუტოვებია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ქალაქ ეჩმიაძინში მიემგზავრებოდა, რათა არზრუმის ეპისკოპოსად ეკურთხათ.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 21 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის მთავარმართებლის განკარგულებით კავკასიის სტიპენდია მიიღო გიორგი თარხანმოურავიშვილმა, რომელიც მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკასიის სამხედრო შტაბის ტოპოგრაფი, კლემენტიევი ქალაქ თბილისის ახალი რუკის შესადგენად საჭირო ცნობებს აგროვებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვედენსკი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ინჟინერი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 სექტემბერს ვედენსკი და მიხეილ შალიკოვი რკინიგზის რამდენიმე მოხელესთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ხარლანოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა მმართველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა მმართველი ხარლანოვი სამსახურისთვის თავის დანებებას აპირებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აღძრული იყო საქმე ფოთიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპოსკოპოსის კათედრის ოზურგეთში გადატანის შესახებ. ხმოსნების თხოვნით თ. ნ. თავდგირიძემ ქუთაისის გუბერნატორს მისწერა და აუხსნა, რა უპირატესობა ექნებოდა ოზურგეთს, როგორც საეპიკოპოსო ადგილს.