რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს გურიაში, სოფ. ბახვში, ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებას 40-მდე ადამიანი დაესწრო. კრების საპატიო თავმჯომარედ აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, თავმჯდომარედ – ექვთიმე თაყაიშვილი, მდივნად – ილია ზურაბიშვილი. ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ, განიხილეს ფინანსური საკითხები და სასწავლო გეგმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გიორგი მაზნიაშვილის გეგმით და უშუალო მონაწილეობით მოხერხდა კავკასიის ფრონტიდან წამოსული გაბოლშევიკებული და გადეზერტირებული რუსული არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დავით ართმელაძე აქტიურად ჩაება ქართული ეროვნული არმიის ფორმირებაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ალექსანდრე ერისთავმა დატოვა რუსეთი და დაბრუნდა საქართველოში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გენერალი აბელ მაყაშვილი თადარიგში გადავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გიორგი ფურცელაძე საქართველოში დაბრუნდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 30 სექტემბერს გიორგი არჯევანიძე 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 სექტემბერს სერგო ზავალიჩინმა ცენტრალური სამხედრო წარმოების კომიტეტისა და ამიერკავკასიის რაიონის განსაკუთრებული სამმართველო კომიტეტიდან მიიღო მოწვევა 2 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ოლგას ქუჩა N50-ში მდებარე სამმართველოში მომხმარებელთა შორის ოქტომბერში ნავთობის განაწილების საკითხზე გამართულ მსჯელობაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 გამოქვეყნდა ქართველთა სამხედრო კავშირის (ქუთაისის განყოფილება) განცხადება, რომელიც იუწყება, რომ ეს კავშირი მოთავსებულია ვორონცოვის ქუჩაზე, დ. ბახტაძის სახლში, ის არის უპარტიო დაწესებულება და ჩაწერა შეუძლია ყველას, ქართველ მხედრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამხედრო ექიმებს და სამხედრო მოხელეებს (არასამხედრო პირებს ჩაწერა შეუძლიათ დამხმარე წევრად). კავშირს აქვს სამკითხველო და იქვე მიიღება შემოწირულობა და წევრად ჩაწერა, ღიაა დილის 8 სთ-დან 2 სთ-მდე, საღამოს 5 სთ-დან 8 სთ-მდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე ამიერკავკასიას ოცდათექვსმეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, ქალთა ორგანიზაციას დემოკრატიულ საბჭოში წარმომადგენლად ნოვიკოვი ჰყავდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის მესამე გიმნაზიის მეოთხე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 სექტემბრიდან ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მეექვსე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა ამიერკავკასიის ინვალიდ მებრძოლთა მზრუნველობის კომისარი ი. დ. აბხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გამართული ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრების თავმჯდომარე იყო ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი და დროებითი მთავრობის წარმომადგენელი მიხეილ პაპაჯანოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა სანიტარული განყოფილების უფროსი ნ. ი. ტეზიაკოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს შედგა მეორე საორგანიზაციო კრება ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის კომიტეტის, რომელსაც ესწრებოდა სამხედრო-სანიტარიული კავშირის წარმომადგენელი პროფესორი ვ.ი რაზუმოვსკი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრო ამიერკავკასიის კომისარი, მეომართა მზრუნველობის დახმარების კომისარი ი. დ. აბხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა ამიერკავკასიის სათადარიგო ჯარისკაცთა და მათი ოჯახების კომისარი გ. პ. მელიკ-კარაკოზოვი.

