რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს სახლ-კარის მიწები საზოგადოებას გლეხებისთვის არ უნდა მიეყიდა, რადგან მიწების გაყიდვით მამული დაზარალდებოდა. მამულში გასაყიდი მიწები არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო ინიციატივა, საგურამოს მამულის მოიჯარეებს რაც შეიძლება მეტი შეღავათი ჰქონოდათ, გამგეობას მათთვის ხელი შეეწყო და, იმავდროულად, ეკონტროლებინა, რათა საქმე ხარისხიანად გაეკეთებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო გამგეობა მოლაპარაკებოდა ქველმოქმედ პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან ზუბალაშვილებს და ეთხოვა დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ შემოწირულობა. ისინი საზოგადოებას ყოველწლიურად სასტიპენდიო ბიუჯეტს, 5000 მანეთს სწირავდნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ქველმოქმედთა – პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების – სახელობის სტიპენდიას ვადა 1916 წელს გასდიოდა და შესაძლებელი იყო, შემდგომ გამგეობას მათთვის ეთხოვა, შემოწირულება დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ, ამით გამგეობას საშუალება მიეცემოდა შემოწირული თანხა პირველდაწყებითი განათლების გასავრცელებლად გამოეყენებინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს ილიასეული მამული დამთვალიერებელმა კომისიამ ზედაპირულად შეამოწმა, რაზეც მეტყველებდა კომისიის მიერ შედგენილი მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მამულს 123 დესეტინა ფართობი სახნავი მიწა ჰქონდა, როცა რეალურად 62 დესეტინაზე მეტი არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება საზოგადოებას ბევრ დროს ართმევდა, ამიტომ ეს საქმე თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის უნდა გადაებარებინა . ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა, ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისგან განთავისუფლდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოიჯარეებს ხელშეწყობა სჭირდებოდათ, რათა მამულში 9 დესეტინა მიწის ფართობზე გაეშენებინათ ვენახი, 4 დესეტინაზე – ხილის ბაღი, მოეწყოთ სანერგეები და სხვ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან ოქროს ფულების დაკარგვის მიზეზი გამგეობის არასაკმარისი ყურადღება იყო. მისი აზრით, გამგეობას არ ჰქონდა საშუალება შესაფერისად ეპატრონა მუზეუმისთვის და დაეცვა გაქურდვისაგან.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმებიდან ნივთების დაკარგვაში მხოლოდ ის კი არ იყო დამნაშავე, ვისაც ნივთები ებარა, არამედ ხელმძღვანელიც, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა, თვალყური ედევნებინა თანამშრომლისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ წინა წელს მუზეუმიდან ერთი ოქროს საბურნე და 8 ოქროს ფული დაიკარგა. გამგეობას კი დამნაშავის მოსაძებნად შესაბამისი ზომები არ მიუღია, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მკითხველი ერთხელ მაინც იკადრებდა ხელნაწერებიდან ფურცლები ამოეკლო, იგი ამას ყოველთვის შეძლებდა მალულად იმ შემთხვევაშიც კი თუ კონტროლს გაამკაცრებდნენ მუზეუმში. კარიჭაშვილმა საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ რაიმე ზომები მიეღოთ, რათა მკითხველს ხელნაწერიდან ფურცლები არ მოეპარა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებას შეეძლო 3000 მანეთი გამოუსადეგარი ნივთების შესაძენად გამოეყო, ასევე შეეძლო ძვირფასი განძის – ხელნაწერების გამოსაცემად ყოველწლიურად ნაწილ-ნაწილ გადაედო საჭირო თანხა და თანდათანობით გამოეცა ისინი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მკითხველის მიერ სახლში სარგებლობისთვის წაღებული ხელნაწერის უკან დაბრუნების დროს ყოველთვის მისი გადაფურცვლა და შემოწმება იყო თუ არა დაზიანებული იგი.