საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 21 ნოემბერს პართენ გარუჩავამ ძაკი გარუჩავა მოკლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბერს, გიგო თოიძის ცნობით, დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბერს გიგო თოიძე „ცნობის ფურცელში” წერს, რომ დაღესტანში ქართული სალიტერატურო საღამოების მოწყობა იგეგმებოდა. პირველი სალიტერატურო საღამოს თემა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვასილ ქორჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებლის მიერ ანგელოზის ხილვა და მისგან გამოკითხვა”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებს გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ აუწყებდა და დახმარებას სთხოვდა. თევდორე ჟორდანიას თქმით, მისი სკოლების შეგირდები სიღარიბის გამო წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეები უსახსრობის გამო წიგნების შეძენას ვერ ახერხებდნენ, 100 „დედაენა” და 50 რუსული ენის სახელმძღვანელო „რუსკოე სლოვო” შესწირა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 27 ნოემბერს მარიამ ქაიხოსროს ასული ხიმშიაშვილი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ორი თვით დააპატიმრეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბათუმში გაემგზავრა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 25 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ გორში ნიკოლოზ თაქთაქიშვილის საქმე განიხილა, რომელსაც სიმონ ბატიევის მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად. სასამართლომ თაქთაქიშვილი დამნაშავედ სცნო.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 29 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ თაქთაქიშვილი თავადი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ნოემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფილიმონ იესეს ძე ქორიძე ხონში მოღვაწეობდა, საგალობლებს აგროვებდა და ნოტებად იწერდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ არშაკ და ბაგრატ თუმანიანცების საქმე განიხილა. მათ სხვისი მამულის ბანკში დაგირავება ედებოდათ ბრალად. ოლქის სასამართლომ თუმანიანცები დამნაშავეებად სცნო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 დეკემბერს ქალაქის ხელოსანთა ახალი მოურავი უნდა აერჩიათ და ხელოსანთა ძველ მოურავ კ. ა. სერობიანცს თანამდედობა უნდა დაეტოვებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 ნოემბერს ერთ-ერთმა აზნაურმა ს. მოსიძე რევოლვერით მძიმედ დაჭრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თემისტოკლე ავღერინო სამეგრელოში ერთ-ერთი პირველი სოვდაგარი იყო, რომელიც საზღვარგარეთ სიმინდით ვაჭრობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე დაბა გუდაუთადან ფოთში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დაბა გუდაუთაში თეოფილე გოგიტიძეს პირველ წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნას უმადლოდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი თბილისის სასულიერი სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია სხულუხია თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მელიქიძე ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს ქართულ თეატრში გედევან გედევანოვის ბენეფისისთვის ახალი პიესა „კრიჟანგი” იდგმებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საახალწლოდ გრიგოლ გოლიცინის სახელზე ასამდე თხოვნა შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან სიღარიბის გამო ახალი წლის სათანადოდ შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მართლმსაჯულების სამინისტრომ ქალაქის მოურავად ახლად არჩეული ნაფიცი მსაჯული გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი არჩევნის წინაშე დააყენა. მათი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ერთ კაცს ნაფიცი მსაჯულის და ქალაქის მოურავის თანამდებობა აღესრულებინა და ამიტომაც გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვს ნაფიც მსაჯულობაზე უარი ეთქვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფაელ პეტრეს ძე ისარლოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 8044 მანეთი და 9 კაპიკი.