რეგისტრირებული ფაქტები81378
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს ბაქოს რკინიგზის რელსებიდან ერთ-ერთი ვაგონი გადავარდა, რის შედეგადაც კონდუქტორი კისელევსკი დაშავდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბონდარევი 200 რუბლით დააჯარიმეs დაწესებულზე ზედმეტ ფასში რძის გაყიდვისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისს პავლე ივანოვი თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად ჩამოიყვანეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხინვალის ერთ-ერთი სოფელში ცხოვრებაშვილის სახლი გაქურდეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისს თბილისში მატარებლით სხვა ტუსაღებთან ერთად პავლე ივანოვი ჩამოიყვანეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დობრონრაროვი თბილისის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებას დაესწრნენ: ეგზარხოსი პალადი და ბესარიონ ეპისკოპოსი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებაზე ნიკოლოზ კალისტოვმა და დობრონრაროვმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი გ. გ. მირზახანოვი საქმეს უბუღალტროდ აწარმოებდა, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 20 მარტს მ. ი. სერგეევი თბილისის პირუტყვთმფარველი საზოგადოების თვამჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 მარტს სენაკში ბესარიონ კვესელაძეს 310 მანეთის ვერცხლის ნივთები მოპარეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის მარტში სამსონ ჭილაია ბესარიონ კვესელაძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.