საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92406

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს სპირიდონ სიმონის ძე ნიჟარაძე სოფ. გუმბრის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 1-ელ სექტემბერს სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლუკა უზნაძე გარდაიცვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვლის ბოლოს გვარდიის გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა ხაშურის შტაბს შეატყობინა, რომ გვარდიელები აღარ უტევდნენ, შტაბი და ჯარი კი იშლებოდა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს ალოიზ მიზანდარმა, ხარლამპი სავანელმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის 14 აპრილს დაიბადა კომპოზიტორი დავით ალექსანდრეს ძე თორაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სოხუმისა და გაგრის მხრიდან ჯარის გამოყვანის შემდეგ ქართულმა არმიამ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით დაიხია ბათუმისკენ, სადაც იმ დროს მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 27 ივლისს დაიბადა კომპოზიტორი ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მელიტონ ბალანჩივაძემ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერის“ მიხედვით დაწერა პოემა იმავე სათაურით.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვალერიან თევზაძის ძმა მიხეილ თევზაძე მე-5 ქვეით პოლკში მსახურობდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 17 მაისს დაიბადა კომპოზიტორი ალექსანდრე იონას ძე ბუკია.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წლის 15 მაისს დაიბადა კომპოზიტორი შალვა მიხეილის ძე მშველიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ, ვალერიან თევზაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 26 მაისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ მოსეშვილი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლადო დიმიტრის ძე აღნიაშვილმა ქართველ მომღერალთა გუნდი დააარსა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს რუსულ ენაზე გამოიცა ილია ჭავჭავაძის წიგნი „ქართული მუსიკალური კულტურა“.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ვასილ გაბრიელის ძე მოსეშვილი სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წლის 27 მაისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ გაბრიელის ძე მოსეშვილი გარდაიცვალა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ნიკოლოზ საბას ძე აბზიანიძე სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850-57 წლებში მიხეილ დავითის ძე მოსეშვილი სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890 წლის 3 ივლისს დაიბადა კომპოზიტორი ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857 წელს იოსებ ბეჟანის ძე წერეთელი სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-06 წლებში იოსებ ოქროპირის ძე კახაია სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-31 წლებში სიმონ მოსეშვილი სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გამოიცა ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართული მუსიკის შესახებ“.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 16 ივლისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ოქროპირის ძე კახაია გარდაიცვალა.