საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81413

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო ალექსანდრეს ასულ ჩიგიანს დუშეთში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო ალექსანდრეს ასულ ჩიგიანის დუშეთში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ბესარიონის ძე თავდგირიძის გორში მდებარე ორ ერთსართულიან სახლს პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ბესარიონის ძე თავდგირიძეს გორში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილს გორში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მირიმანოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლი 22 ივნისს თბილისში ბაირამის დღესასწაულზე აბდულ ბაღიმ იმღერა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანი ინჟინერი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში გაიხსნა დირიჟორ ე. ნ. გრინელის ახალი საოპერო სტუდია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ნ. გრინელი იყო დირიჟორი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ე. ნ. გრინელის საოპერო სტუდიაში მეცადინეობა იწყებოდა 20 სექტემბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ნ. პიშკოვის საფორტეპიანო კლასებში მეცადინეობა იწყებოდა 23 სექტემბრიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლ. ნ. პიშკოვი იყო პედაგოგი ფორტეპიანოს განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში მდებარე „თავისუფალმა თეატრმა“ და ი. ა. ოსიპოვის დირექციის არტისტულ საზოგადოებასთან მდებარე „მინიატურებმა“ მნიშვნელოვანი წაგება ნახეს საზაფხულო სეზონზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ილია მირიანის ძე ჭყონიამ დავით ამირიძისაგან ხელნაწერი „ბარამიანი“ წამოიღო და ოზურგეთში წაიღო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ალექსანდრე მაისურაძე ბრალს სდებდა, თითქოს ხელნაწერი „ბარამიანის“ ნაცვლად „ბეჟანიანს“ უბრუნებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე წერდა, რომ ალექსანდრე მაისურაძეს არ უნდა გამოეთქვა უკმაყოფილება, რადგან ხელნაწერები „ბარამიანი“ და „ბეჟანიანი“ დავით ამირიძისაგან ითხოვა და სწორედ მას უნდა ჰქონოდა პრეტენზია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას თხოვნით მიმართავდა, რომ დავით ამირიძისთვის დაებრუნებინა ხელნაწერი „ბარამიანი“ და ალექსანდრე მაისურაძესთან ყოველგვარ უსიამოვნებას აერიდებინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივლისს სამხედრო მინისტრი ივანოვსკი ამიერკავკასიის რკინიგზით ბორჯომში გაემგზავრა და იქიდან აბასთუმანში გეგმავდა წასვლას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისს ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი თბილისის გუბერნატორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევანოვი გორის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერსონი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის „გაზეთ“ ივერიაში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მთის ბოროტი სული გუდი“ გამოქვეყნდა.