საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოპერის არტისტი იაკოვლევი და გენადი ყორღანოვი ბორჯომში კონცერტის გამართვას გეგმავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვერა ტიმონოვისას კონცერტს ბორჯომში უამრავი ადამიანი დაესწრო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინა რევიშვილი სამტრედიაში დეპუტატად აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირთაძე სამტრედიაში დეპუტატად აირჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ივლისის გაზეთი „ივერია” იუწყებოდა, რომ მთვარობამ სამტრედიის საზოგადოებას უფლება მისცა საშინაო საქმეების საწარმოებლად დეპუტატები აერჩიათ. ხალხმა მინა რევიშვილი და კირთაძე აირჩია და იმედი ჰქონდათ ქუჩებს, ბოგირებს, ღამის განათებებს გააკეთებდნენ, პურის, ხორცის და სხვა სურსათის ნიხრს დააწესებდნენ. ასევე, კარგი იქნებოდა თუკი მეფაეტონეებს ფანრებს დაუყენებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვსკის ძალიან მოეწონა კავკასიის სამადნო წყლები. მისი აზრით, ის ხალხისთვის ძალიან სასარგებლო იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანოვსკის აზრით, კავკასიის სამადნო წყლები იმდენად სასარგებლო იყო, იქაური ადგილები კარგად უნდა მოეწყოთ და შემდეგში უფრო ბევრი ადამიანი ესტუმრებოდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ჯორჯაძისა თბილისში ღვინის სარდაფს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძეს მირიმანოვის სახლიდან რკინიგზის სადგურამდე ტელეფონის ხაზის გაყვანა სურდა. იგი ღვინის საწყობებს ფლობდა სადგურზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა რუტკოვსკიმ პოლიციასთან ერთად დუქნები შეამოწმა და გადაყარეს გაფუჭებული 6000-ზე მეტი საზამთრო, სამ ფუთამდე ლორი, ერთ ფუთამდე ძეხვი, ორ ფუთამდე დოში და ორი ფუთი თევზი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძე ხელმწიფის სასახლიდან კახეთში არქეოლოგიური ნაშთების აღსაწერად გაგზავნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუტკოვსკი ექიმი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბარათაშვილი ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გოცირიძე ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო იოსელიანი ქუთაისის გიმნაზიის VIII კლასში სწავლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მელნიკოვი კავკასიის რეზერვის ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმმა ვერმიშევმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის სასტუმროების სამზარეულოები შეამოწმა და ყველა სუფთა და მოწესრიგებული აღმოჩნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ არტემ მიხეილის (ემანუელის) ძის ახნაზაროვის ავტორობით მარკიზა კოლომბოს მოთხრობა „თეთრში გახვეული“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, თამაროვისა, ეფემია სიმონის ასული მესხი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ფსევდონიმი ორანი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის გაზეთ „დროებისა“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც სვანეთის შესახებ იყო ინფორმაცია ყველა საგულდაგულოდ უჯრაში ჰქონდა შენახული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ალფონს ჯეიმს დე როტშილდის მიერ წამოწყებულ ნავთობის საქმეს ერისთავი და ორბელიანი უხელმძღვანელებდნენ. ეს ქართველებისთვის პირველი დიდი სავაჭრო საქმე იყო.