საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92358

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი ა. ბაქრაძის პიესისა „აი, ახლა კი დავწინაურდი!!!“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მცხეთის ეკლესიას 1 000 მანეთი უანდერძა, მარტყოფის, სომხების წმ. სტეფანეს მონასტერსა და დიდი ლილოს ეკლესიებს – 500-500 მან.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა დამ, ოლღამ, ცხინვალის სამკითხველოს ჟურნალი „თეატრი და ცხოვერება“ წლის ბოლომდე გამოუწერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას საუკეთესო ბელეტრისტული ნაწარმოებებისათვის პრემიების დასანიშნად 20 000 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამოსწავლო წიგნების გამოსაცემად და პროფესიული სკოლების დასაარსებლად 100 000 მანეთი უანდერძა.

1916

ტიპი: თანამდებობა

იოსებ გიორგის ძე ავალოვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის მათემატიკისა და კომერციული არითმეტიკის მასწავლებელი 1916 წლის 20 აგვისტოდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1560 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 16 აგვისტოს ბორჯომში მსახიობ იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი დავით ნახუცრიშვილი ავად იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1916 წლის 16 აგვისტოს წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დაჯილდოვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის თავმჯდომარე ერმილე ჟვანიამ მისწერა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკას ესაჭიროებოდა წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით მომარაგება, რადგან მათ მხოლოდ შენობის აგება შეძლეს და საკმარისი თანხა არ ჰქონდათ შეეძინათ საჭირო ნივთები.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 14 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ბარნაბა ჟვანია, ლუკა ჟვანია, ერასტი ჟვანია, კიმოთე შარუხია, ვარვარა ჟვანია, მარიამ ჟვანია, ნიფოდორა ჟვანიასი, ესაქია ნადარეიშვილისა, დომნა ხუბუასი და ბაბილინა კუპრაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 14 აგვისტოს. ბიბლიოთეკას თავმჯდომარეობდა მღვდელი ერმილე ჟვანია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილის) სტატია „დეკლამაცია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე (ელო) იოსების ასული ანდრონიკაშვილის პიესის „მზის საიდუმლო“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიჯანის ლექსი „მოპარული სიყვარული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ლამაზი სული ეკატერინე ივ. სარაჯიშვილისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საგანელიძის (კვაცხუთელის) ლექსი „ამონაკვნესი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის თხზულების „მარო და ვარლამი“ დასასრული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „სწორუპოვარი მეუღლენი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია გარდაცვლილი ეკატერინე სარაჯიშვილის შესახებ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოსი თედო ჟორდანია ავად იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის სტატია „სცენისმოყვარე ნაპოლეონი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ კერვალიშვილმა ჟურნალს სამი მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გიორგი მერაბაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 აგვისტოს სიღნაღში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობით „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.