საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ხუთმოქმედებიან დრამას „ედმონდ კინის“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, თამაროვისა, ეფემია სიმონის ასული მესხი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის ნაშრომი სვანეთის შესახებ მალე დაიბეჭდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ალფონს ჯეიმს დე როტშილდმა ნავთობის მრეწველობის საქმე წამოიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ მანეთს შეადგენდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს ივანე მელნიკოვი მტკვარში დაიხრჩო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონოვი დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მუსტაფა იზმაილოვი ცხენოსანი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხევიჩი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 დეკემბერს მუსტაფა იზმაილოვმა სპარსეთის ქვეშევრდომი მუგდუსა ოჰანეზოვი გაძარცვა, წაართვა ვერცხლის საათი და სამ ადგილას დაჭრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი იმდენად აღფრთოვანებული იყო სვანეთით, რომ ქართველ სტუდენტს სთხოვდა სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა ყველა ინფორმაცია სვანეთის შესახებ. იგი ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკიმ მოსკოვში ქართველ სტუდენტს გაზეთ „ივერიასა“ და „დროებაში“ სვანეთის შესახებ დაბეჭდილი ყველა სტატია ათარგმნინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს კოვალევსკიმ ივანიუკოვთან ერთად სვანეთში იმოგზაურა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანიუკოვი პეტროვსკის აკადემიის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 დეკემბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ქართული ხორო იოსებ ივანეს ძე რატილის ლოტბარობით კონცერტს გამართავდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფსევდონიმი დონ იაგო იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის სტატია „როგორ დღესასწაულობენ შობას ევროპაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ლექსი „მონადირე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ლექსი „ვარსკვლავი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ლოლაძე პოლიციის ბოქაული იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილს ჰყავდა ხოროს გუნდი, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისაგან შედგებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „Новое Время“-ს ცნობით უმაღლესი მთავრობა გეგმავდა კავკასიაში მცხოვრები ყაზახები სამხედრო მიმართულებით გაეწვრთნა, რათა მათი დახმარებით ადგილობრივი მკვიდრები გაეკონტროლებინა. ახლო მომავალში ამ თემაზე სახელმწიფო საბჭო იმსჯელებდა და მოლაპარაკებაში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მიიღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ლებედევი დამსახურებული სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო კლასიკური გიმნაზიის დროებით დათხოვნილი თანამშრომელი და ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ლუცენკო პეტრე ლებედევის საათის ქურდობისთვის სამი თვით დააპატიმრეს. მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ლებედევისთვის საათის ღირებულების საფასური უნდა გადაეხადა.