რეგისტრირებული ფაქტები89237
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე დემუროვი ბრძოლის ველზე დაღუპული კაპიტნის, ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის ბიძა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ექიმი მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ელენე და ნინა ოთარის ასული ზანდუკელები ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის დები იყვნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული კაპიტნის, ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელის პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: მიხეილის საავადმყოფო, შესასვლელი დიდი მთავრის ქუჩიდან.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს კიაზიმ ბეი იყო ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 მარტს სოფელ მერეთში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის საფლავზე ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო მაყაშვილის პანაშვიდი ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილს ქაშვეთიდან გადაასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო მაყაშვილი ფრონტზე წითელი ჯვრის მოწყალების დად მსახურობდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი მარო მაყაშვილის მამა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ალექსანდრეს ასული მაყაშვილი მარო მაყაშილის დედა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა კაპიტანი მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული კაპიტნის, მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილის პანაშვიდი ყოველდღე მიხეილის საავადმყოფოში გაიმართებოდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი იყო არტილერიის ოფიცერი, კაპიტანი.

