რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ივლისს ახალ კლუბში ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის კონცერტი იყო დაგეგმილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 ივლისს ხაშურში ქართველ მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივლისს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა, რომლის წევრები იყვნენ ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი, იუწყებოდა, რომ ომის გამოცხადებისთანავე განყოფილების რამდენიმე წევრი ომში წავიდა. ადგილობრივმა კრებამ მოიწვია კომისია, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ განყოფილების წევრები აირჩია. კრებას 42 წევრი დაესწრო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივლისს ქართველ მომღერალთა გუნდმა, რომლის ლოტბარიც იყო ძუკუ ლოლუა, კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის სკოლის მასწავლებლად არჩეულმა გიორგი ჭანტურაიამ თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველ სექტემბრამდე ნინო ლასხიშვილს სტიპენდიის ანგარიშიდან 900 მანეთი ჰქონდა მიღებული.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნების საწყობში არსებული გამოუყენებელი სურათების, ჩარჩოების, მინების, გვირგვინების და ა. შ. გაყიდვა გადაწყვიტეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თხოვნა მთავარი განყოფილების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისთვის 25-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად კავკაველ ქართველთა ადრესის წაკითხვის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახალხო სკოლების დირექტორის თხოვნა იმ სკოლების დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნის შესახებ, რომელთა გახსნასაც საზოგადოება აპირებდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პირველი სექტემბრიდან თავისი შვილის, ნინო ლასხიშვილისთვის სტიპენდიის შეწყვეტა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის გადაწყვეტილება კავკავის ქალთა საზოგადოების კლუბთან არსებული მუშა ქალების ბიბლიოთეკისთვის 10 მანეთის წიგნების გადაცემის შესახებ.