საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, იაკობ ღულაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, ივანე გომართელმა, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს სოფიო ივანეს ასული დეკანოზიშვილისა იყო დიმიტრი ანდრიას ძე დეკანოზიშვილის მეუღლე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სარდიონ ლევანის ძე ქუთათელაძის, ივანე დავითის ძე კაკაბაძისა და სამუელ ოთარის ძე კლდიაშვილის ბათუმში მდებარე ერთსართულიან შენობას მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვის განჯაში მდებარე ორსართულიან სახლს სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე აღაჯანის ძე სააკოვს განჯაში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, რამდენიმე მიშენებით, ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-6 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძე და კონსტანტინე ყიფიანი სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გმართულ წარმოდგენაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა ალექსანდრე სუმბათაშვილის საბენეფისოდ ნევეჟინის დრამა „მეორე სიჭაბუკე“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივლისში გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, საქართველოში ფილოქსერასა და ვაზის სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად საფრანგეთის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების წევრი ბონანი ჩამოვიდა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბონანი საფრანგეთის სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოების წევრი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა-შვილი ღერკენაშვილები ცხინვალში, მდინარე ლიახვში დაიხრჩვნენ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-7 და მე-8 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნატალია გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ყიზლარში, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ ჩაწერილი „ხალხური ლექსი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობის „ბნელო“ მე-9 და მე-10 თავები დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივლისში მსახიობი ვასილ აბაშიძე სოფელ მეჯვრისხევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ექიმი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ ქაშვეთის ეკლესიის გალავანთან აშენებული ნიში აკურთხა. ღონისძიებას სერგეი შერემეტიევი და გიორგი შერვაშიძე ესწრებოდნენ.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სიონის გალავანში ახლად აგებული სასულიერო მუზეუმი აკურთხა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს მ. ვ. ორბელიანისა ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში ჩასულმა ახალგაზრდა ყმაწვილებმა: გეგენაშვილმა, სავანელმა, გელიკურაშვილმა, მახარაძემ და თამაზიშვილმა ქართული თეატრის მსახიობობა დაიბრალეს და მოტყუებით წარმოდგენა გამართეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შ. დავიდოვის ინიციატივით ცნობათა მთავარი დაწესებულება გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება იყო.