რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ხატები გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“ და „ცნობის ფურცელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლაში მეორე და მესამე კლასის მოსწავლეთა წლიურ გამოცდას სკოლის ზედამხედველი ტატიშვილი და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაესწრნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ლ. გაჩეჩილაძის ლოტბარობით იგალობეს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლებს ზედამხედველმა ტატიშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი ქუთაისის მომრიგებელ-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებლად ქალის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ მორფილმა, რომელიც სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენას, საქართველოში ყოფნის დროს შეიძინა არაერთი ქართული ენის სახელმძღვანელო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილს იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად გაუგზავნა ყველა თავისი სახელმძღვანელო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია გადავიდა ნიკოლოზის ქუჩაზე N72-ში.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ნაფიცი ვექილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ქართული სამუსიკო საზოგადოების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ხსოვნის საღამო. პროგრამაში შედიოდა: მისი რომანსი „მოზუალო“ და არია ოპერიდან „პატარა კახი“.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ალექსანდრეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე ალექსანდრეს ასული ყარალაშვილი პორუჩიკ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილის და იყო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.