რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს თარჯიმანი მირზა მუსტაფას ძე ახუნდოვი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს პავლე ანდრიას ძე ჟუკოვი, ალექსანდრე ფრანცის ძე პასერბსკი, სემიონ სემიონის ძე შჩუკინი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდნენ.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს VI კლასის საქმისმწარმოებელი ვასილ ადამის ძე რუდკოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის მარტში გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებს, დავით მიქელაძესა და გიორგი ლასხიშვილს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ამის გამო ილია ჭავჭავაძესთან ოჯახში მივიდნენ გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე და ილიას შესთავაზეს, „ივერია“ მათთვის გადაეცა და რომელიმე მათგანი რედაქტორად დაემტკიცებინა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 აპრილს მთავარმართებლის კანცელარიამ საცენზურო კომიტეტიდან მიღებული საიდუმლო შეტყობინების საფუძველზე მთავარმართებლის საბჭოს წერილობით აცნობა გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) მავნე მიმართულების შესახებ.
1813
ტიპი: ღონისძიება
1813 წლის პირველ იანვარს გენერალ-მაიორმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ შტურმით აიღო ლენქორანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა ტიბერი ივანეს ძე ვერჟბიცკი, რომელიც იყო VI კლასის საქმისმწარმოებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა თომა ოსიპის ძე ზენკოვიჩი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს VIII კლასის საქმისმწარმოებელი სემიონ სემიონის ძე შჩუკინი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლიდია პაშკოვისა დიდი ხნით იმყოფებოდა ჩინეთში, საიდანაც წერილი გამოუგზავნა კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას, რომ თბილისში ჩამოსვლას აპირებდა და ერთ-ერთ კრებაზე წაიკითხავდა ლექციას ჩაის მოვლის შესახებ. ასევე, მას ჰქონდა ჩაის თესლი და შეეძლო მსურველთათვის გაენაწილებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ივანე ნასიძემ, გრიგოლ ჯავახიშვილმა და დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს სხვადასხვა ნივთი შესწირეს.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 25 იანვარს ელენე ფარსადანის ასული ციციშვილის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში უნდა გაესვენებინათ და კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე რატიშვილთან, ანდრია ღულაძესა და სხვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.

