საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლევან სვიმონის ძე ფირალოვის აბასთუმანში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, სამსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი ფლიგელებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისში მდებარე სამსართულიან სახლს ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი ფლიგელებითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ყიფიანი ქუთაისში ღვინოს ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 თებერვალს სოფ. ხიდისთავში გაბო ალექსიძე მეზობელმა ხანჯლით მოკლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ სარდიონის ძე ციციანოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრა ივანეს ასულ ეფრემოვს, მარიამ, ბარბარე და ნადეჟდა მიხეილის ასულ ეფრემოვებსა და გიორგი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ეფრემოვებს თბილისში, ავლაბარში, ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სიმონ საჩინოს ძე კვიკვიძის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ სარდიონის ძე ციციანოვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თომა და ვასილ გეურქას ძე ხარაზოვების თბილისში მდებარე სამსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თომა და ვასილ გეურქას ძე ხარაზოვებს თბილისში სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სიმონ საჩინოს ძე კვიკვიძეს თბილისში, ნაგორნის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრა ივანეს ასულ ეფრემოვის, მარიამ, ბარბარე და ნადეჟდა მიხეილის ასულ ეფრემოვებისა და გიორგი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ეფრემოვების თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ისარლოვი ამიერკავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუნდაძე სარაჯოვის სახლში მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ი. ფარნაშვილი გორში დაჭრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს მეუღლის დასასაფლავებლად 5 000 მანეთი გადასცეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უღრელიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ზაქარია ჯორჯაძემ წინანდლის ვენახებიდან ვაზის რამდენიმე ფოთოლი გასასინჯად გაუგზავნა ქიმიკოს ჰენრიხ სტრუვეს, რომელმაც კვლევისას ვაზის ახალი დაავადება „მილდიუ“ აღმოაჩინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ ურემსა და პირუტყვზე დაწესებული ახალი ბაჟი შემავიწროვებელი იყო არა მარტო სოფლის მწარმოებელთათვის არამედ ქალაქელ მომხმარებელთათვისაც.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისის ქალაქის საბჭოს კრებაზე ევგრაფ იაგორის ძეხოსროევმა განაცხადა, რომ გამგეობა გართულების გარეშე წარმართავდა ურემსა და პირუტყვზე ახალი ბაჟის დაწესების საკითხს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ ურემსა და პირუტყვზე ახალი ბაჟის დაწესების შემდეგ მოქალაქეებისგან საკმაოდ ბევრი საჩივარი მიიღეს, ამიტომ მან საბჭოსგან ახალი გადასახადის დასარეგულირებლად კანონპროექტის შედგენისთვის ნებართვა ითხოვა.