რეგისტრირებული ფაქტები81710
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში მაზრის უფროსის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის სამუშაოდ თბილისში გადაყვანის აღსანიშნავად და დასამშვიდობებლად შეიკრიბნენ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ფავლენოვისას და სოფიო ალექსანდრეს ასულ კოშორიძისას თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ფავლენოვისა და სოფიო ალექსანდრეს ასულ კოშორიძის თბილისში მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ამბარცუმ ავეტის ძე მანუკოვს ალექსანდროპოლში ქვითკირის ორსართულიანი სახლი, სარდაფი, ორი ორსართულიანი ფლიგელი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამბარცუმ ავეტის ძე მანუკოვის ალექსანდროპოლში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 2 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ისარლიშვილის მოხსენებაზე საპასუხო წერილის დაწერა პეტრე მირიანაშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 აგვისტოს ბოდბის მონასტრის მასწავლებლებმა გერშჩენკომ და ზაიზერმა საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში რუსული ენის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 აგვისტოს არქიმანდრიტი სერაფიმე მასწავლებლების გერშჩენკოს და ზაიზერის მიერ ჩატარებულ საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გერშჩენკო ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზაიზერი ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე ხატიაშვილი და გიორგი გედევანიძე თბილისის საფოსტო კანტორაში დაინიშნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს აფხაზეთში 1918 მაჰმადიანი ქრისტიანად მოინათლა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ მ. დ. მაჭავარიანსა და აღათია შერვაშიძისას.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხუბულოვს 1887 წელს სურამის რკინიგზის კანტორიდან ჩანთის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. მაჭავარიანი დეკანოზი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კუბლაშვილი მას შემდეგ, რაც სკოლის მზრუნველი გახდა, ამბროლაურის სკოლას წელიწადში თითო თუმანს სწირავდა.