საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სულხან ბალაშვილი 165 მანეთისა და დამბაჩის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკოლოზ ბუჭას ძე კუბლაშვილი ამბროლაურის სკოლის მზრუნველი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის თებერვალში ყვირილაში ესტატე თურმანიძე მოკლეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სიმონოვი თელავში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თელავში რევაზ ვახვახიშვილს ინდაურები და ქათმები მოჰპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ბიბილაური თელავში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში იოსებ ბიბილაური გაქურდეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პ. სვიმონის ძე გეგენოვისა და ანდრია სვიმონის ძე მითაიშვილის ბათუმში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ს. ბეგიევი დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე იოსების ძე კოცებოვს თბილისში, ნაგორნის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანდრია გიორგის ძე ტუროვის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანდრია გიორგის ძე ტუროვს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიგო პავლეს ძე მაისურაძეს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიგო პავლეს ძე მაისურაძის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალბერტ ვასილის ძე ლოტერის ბაქოში მდებარე საწყობსა და მიწის ნაკვეთს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალბერტ ვასილის ძე ლოტერს ბაქოში საწყობი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მართა გიორგის ასულ სარაჯევისას და მელანია კიკოს ასულ ჩიკვაიძისას თელავში ჰქონდათ ქვითკირის ორსართულიანი სახლი სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მართა გიორგის ასულ სარაჯევისა და მელანია კიკოს ასულ ჩიკვაიძის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რაფიელ გაბრიელის ძე მელქუმოვს თბილისში, კათოლიკების ქუჩაზე, ქვითკირის ერთი ორსართულიანი და ერთი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაკობ მიხეილის ძე პოლსკის ბათუმში მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს მეზონინით, ერთი ორსართულიანი და სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკო ქიტოშვილის სტატია „ქართველთა შორის“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლიდან თიანეთის მაზრის უფროსი ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბაქოს სამხარეო სასამართლოს მოსამართლეობის უფროსი კანდიდატი ალექსი ილიას ძე არსენიშვილი მისივე თხოვნით თბილისის სამხარეო სასამართლოში გადაიყვანეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე თეოდოსის ასულ სტრახოვს, ანა და ბარბარე ივანეს ასულ სტრახოვებს, გიორგი და ივანე ივანეს ძე სტრახოვებს, ელენე ივანეს ასულ ლუნდეკვისტისას და ნინა ივანეს ასულ შულგინისას თბილისში, მიხეილის, ელისაბედის და გერმანელების ქუჩებზე, 3 სახლი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დავითის ძე ქართველოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს მეზონინით, ორი სამსართულიანი ფლიგელით, საწყობით, ამბარითა და მიწის ნაკვეთით.