საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89575

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარდენ გიორგის ძე ყიფიანის ლექსი „შარადა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი სარდალი“ დასკვნითი ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის სტატია „ვისზედაც არ ლაპარაკობენ“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წაიკითხა ლექცია „უმავთულო ტელეგრაფის“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წარმოადგინა საკუთარი პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“, რომელშიც ყველა როლი თვითონ შეასრულა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისს ცხინვალში გამართულ ილიას საღამოზე ანა სოლოღაშვილმა ილიას პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძის წერილი ბათუმში ქართული წარმოდგენების დეფიციტის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 27 ივნისს ლანჩხუთში გამართული წარმოდგენის „დასჯილი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია 15 ივლისს ხარფუხის თეატრში გამართული წარმოდგენების „სამთა კავშრი“ და „გაცრუებული იმედები“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივლისს ცხინვალის საზაფხულო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გამართულ ილიას საღამოზე წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „დედისერთა“ და ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაბეჭდილ წერილში ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავდა, რომ იასე კერესელიძისგან კიდევ არ ჰქონდა მიღებული წიგნების ფული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პლ. გოცირიძის წერილი შორაპნის დრამატული წრის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 ივლისს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ხელოსანთა კლუბში ვალერიან გუნიას თაოსნობით წარმოადგინა „და-ძმა“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ზაქარიას ძე როსტომაშვილი 1915 წლის 16 ივლისს თელავში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ივლისს ხარფუხის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას შარჟი „სამთა კავშირი“ და ნატალია დონდაროვას „გაცრუებული იმედები“. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ტასო აბაშიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ვასილ აბაშიძე, გედევან გედევანოვი, დავით მგალობლიშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს ხაშურის საზამთრო თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“, რომელშიც მონაწილეობდნენ იუზა ზარდალიშვილი, ანა შოთაძე, ელენე ციმაკურიძე, ქეთო კალაძე, თ. აფხაზიშვილისა, ვასილ ხოზბერაშვილი, გ. ვეზირიშვილი, დ. ძნელაძე, მ. კვალიაშვილი, მ. ვ. ძიძიგური და გრ. სულიაშვილი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 13 ივლისს თბილისში სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი მოკლეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის უსათაურო ლექსი „გაფითრებული შევყურებდი შენს ნათელ სახეს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვ . . . ს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის წერილი „ღამის მგოსანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის მოთხრობის „დასის მოგზაურობა“ V ნაწილი.