რეგისტრირებული ფაქტები80991
სორტირება თარიღი კლებადობით
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 21 ოქტომბერს ამიერკავკასიის პროლეტმწერალთა პლენუმის გახსნას ესწრებოდნენ: შ. დუდუჩავა, ბენიტო ბუაჩიძე, სანდრო ეული, სუტირინი, ვანადენცი და იურინი.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს კანადის ელჩ ფილიპე როის მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელების გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის კანადის მინისტრსა და მის მეუღლეს 2 ოქტომბერს მაკენზი კინგის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს საქართველოს პროფკავშირების საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის შუამდგომლობა მწერალ დუტუ მეგრელისათვის „შრომის გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოსთან უშუამდგომლა დუტუ მეგრელს „შრომის გმირის“ წოდების მისანიჭებლად.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოს გაუგზავნა დუტუ მეგრელის ნახიჩევანსა და ერევანში მუშაობის პერიოდის დახასიათებები.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან ჩილეს მინისტრსა და მის მეუღლეს 18 სექტემბერს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის აგვისტოში ტიციან ტაბიძემ ნინო მაყაშვილს მისწერა, რომ თამარ იაშვილის სახლში პაოლოს დაბადების დღე აღნიშნეს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ 18 აგვისტოს ის და ელენე ტუსენი დაქორწინდებოდნენ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ დაოჯახების შემდეგ პარიზში იცხოვრებდა და რომ საცოლის, ელენე ტუსენის მამა ჯერ ნანახი არ ჰყავდა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 12 ივლისს მოსე ჯანაშვილმა x საუკუნის ბარალაის საგალობლის ტექსტი 5 ფოტოთი გაუგზავნა აკადემიკოს ნიკო მარს.
1928
ტიპი: ორგანიზაცია
1928 წელს „კომუნისტისთვის“ გაგზავნილ 14 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში კონსტანტინე კაპანელი წერს, რომ ტოვებს „არიფიონის“ ლიტერატურულ ჯგუფს, მაგრამ რჩება საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის წევრად.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 9 ივნისს ტიციან ტაბიძემ ბართლომე ბიბინეიშვილს მისწერა და სთხოვა, გამოეწერა მისთვის ჰონორარი 25 მანეთის ოდენობით, რომელიც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ თარგმანისთვის ერგებოდა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 24 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს ჩილეს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არტურო ალემპარტეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 23 მაისს თბილისში ჩამოვიდა საკავშირო გეოლოგიური კომიტეტის სპეციალური ექსპედიცია გეოლოგ ნ. ვასსოევიჩის ხელმძღვანელობით. სსრკ-ის გეოლოგიური კომიტეტის მიერ შედგენილი ხუთწლიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესწავლის საქმეში პირველი ადგილი ეკავა.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის პირველ მაისს უნდა ამუშავებულიყო აბაშის ჰიდროელექტროსადგური და მის თავმჯდომარედ დიომიდე ქუჩულორია დაენიშნათ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის აპრილში ანდრეევის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლის გამო საკ. კ.პ.(ბ) ცკ-ის და ცენტრალური საკონტროლო კომისიის პლენუმმა გაათავისუფლა იგი ცკ-ის საორგანიზაციო ბიუროს წევრის მოვალეობისგან და მის მაგიერ აირჩიეს ბაუმანი. ცკ-ის საორგანიზაციო ბიუროს კანდიდატად კი – ანტიპოვი.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 23 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 6 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.