რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-23 წლებში გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“.
1944
ტიპი: ღონისძიება
ლიტერატურის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის გიორგი ლეონიძე დაჯილდოვდა სტალინური პრემიით 1944 წელს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სოლომონ მაქსიმეს ძე ცაიშვილი დაიბადა 1900 წლის 26 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს სოლომონ ცაიშვილი ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ, რადგანაც სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა, კვლავ მასწავლებლობას დაუბრუნდა, ამჯერად სოფელ პატარძეულში.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940-46 წლებში სოლომონ ცაიშვილი საქართველოს სახალხო ლიტერატურულ მუზეუმში სწავლულ მდივნად მუშაობდა.
1947
ტიპი: ორგანიზაცია
1947 წელს სოლომონ ცაიშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1941 წლებში სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტური განათლების“ რედაქციაში განყოფილების გამგედ.
1919
ტიპი: ღონისძიება
ლევან ასათიანი 1919 წლიდან, სტუდენტობის პირველივე წლებიდან თანამშრომლობდა იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებთან: „ლომისთან“, „ბახტრიონთან“, „მეოცნებე ნიამორებთან“.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლიდან ლევან ასათიანი იყო რედკოლეგიის წევრი და ლიტმუშაკი ჟურნალ „ქართული მწერლობისა“.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წლიდან ლევან ასათიანი იყო ჟურნალ „მნათობის“ რედკოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლიდან ლევან ასათიანმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ.

