რეგისტრირებული ფაქტები81814
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით გიორგი ზაალის ძე ყიფიანი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ტერ-სააკ ივანეს ძე იოანისიანცს გორში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიშენებით, ბაღითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სვიმონ ივანეს ძე ყარაბეგოვს სოლოლაკში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ მოსეს ძე ჩიკვაიძეს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, ორი ერთსართულიანი მიშენებით, ფურნით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ხაჩატურ არუთინის ძე ბარამოვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ოთხი ერთსართულიანი დუქანი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გადასახადის გადაუხდელობის გამო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი საჯაროდ ყიდდა ყარამან ელჩიას ძე ელჩიევის განჯაში მდებარე სახნავ-სათეს ნაკვეთს.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ყულიჯანოვს თელავში დუქანი ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში კირაკოზოვის დუქანი გაქურდეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ სკანდარის ძე თანდოევსა და სალომე შერმაზანის ასულ თანდოევს ნავთლუღში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარტიროს ყაზარის ძე ალხაზოვს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, თავლით, საწყობით, საბძლით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 იანვარს ალექსანდრე სერგეევს 308 მანეთის ღირებულების ტანსაცმელი მოჰპარეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კარაპეტ გეურქას ძე მარკაროვს ბაქოში, ალექსანდრეს პროსპექტზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ივანეს ძე მაისურაძეს თბილისში, ვარდის მოედანზე, ქვითკირის ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრა ტიმოთეს ასულ ზლობინისას თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა საწყობით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოჰანეზოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არშაკ გრიგოლის ძე თუმანოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გევორქ ბაშინჯაღიანს „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი სიუჟეტიდან ნახატის შექმნა სურდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 იანვარს ოჰანეზოვმა სერგეი ბეგლიაროვს ვერცხლის საათი და 17 მანეთი წაართვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მეღვინეობა-მევენახეობაში საზოგადო კითხვების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს: ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძემ, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილმა, ს. ნ. ტიმოფეევმა, ა. ა. ეგოროვმა, დ. გედევანიშვილმა, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ და გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუამ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მელიქიშვილი იყო პოლკოვნიკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო საქმეთა გამგე.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის გუბერნიის თავადიაზნაურთა მარშლად აირჩიეს.