რეგისტრირებული ფაქტები81817
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ივანეს ასულ დავიდოვის თბილისში, პროვიანტის მაღაზიის პირდაპირ მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ხეჩატურ მიკირტიჩას ძე ყაზაროვის ერევანში, თაფაბაშინის უბანში, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ფლიგელით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თევოს გევორქის ძე ბუდუმიანცს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ჰქონდა ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი სარდაფით, ორი ბოსტნითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე ალექსანდრე დავითაშვილი ახალციხის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელე იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკიტა მოსეს ძე შაგიდანოვს ბაქოში, გუბერნიის, სპარსეთისა და ფოსტის ქუჩებზე, ჰქონდა ქვითკირის 3 ორსართულიანი სახლი სარდაფებით, 3 ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ივანეს ასულ დავიდოვისას თბილისში, პროვიანტის მაღაზიის პირდაპირ, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ნიკოლოზის ასულ ყაზახოვს თელავში ქვითკირის ორი ორსართულიანი სახლი და ოთხი დუქანი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე იაგორის ასულ აგარანოვისას თბილისში, ფომინის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი დამხმარე შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკიტა მოსეს ძე შაგიდანოვის ბაქოში, გუბერნიის, სპარსეთისა და ფოსტის ქუჩებზე, მდებარე ქვითკირის 3 ორსართულიან სახლს სარდაფებით, 3 ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ხეჩატურ მიკირტიჩას ძე ყაზაროვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ფლიგელით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კარაპეტ სერგეის ძე აკოფჯანოვს ახალციხეში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, დამატებითი შენობით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პოღოსა სვიმონის ძე ალტუნოვს ერევანში, თაფაბაშინის უბანში, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი და ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ და კონსტანტინე ანტონის ძე ღლონტებს დუშეთში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ პატარა მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე აღნიაშვილი ლეჩხუმის სამხარეო სასამართლოდან შორაპნის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ჰენრიხ გოტლიბის ძე როლოვს თბილისში, კახეთის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ჰენრიხ გოტლიბის ძე როლოვის თბილისში, კახეთის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო ჟორდანიამ შეადგინა ვრცელი ქართული გრამატიკა, რომელიც შემოდგომისთვის მზად იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ შადინოვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ტატიანა ნიკოღოსოვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა გაბრიელ თამამშევს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ზაქარია ჯორჯაძეს.