საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სამსონ დავითის ძე კილაძე, ივანე შარვანის ძე კოზმავა, მოსე ტიმოთეს ძე კიღურაძე, სევერიან ილარიონის ძე კუხალეიშვილი, სპირიდონ ილარიონის ძე კუხალეიშვილი, ნიკო ხახუას ძე კოკაია, აქვსენტი ივანეს ძე კინწურაშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე კვიტატიანი, ალექსანდრე კვახაძე და ალექსანდრე კვაშილავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მაქსიმე კოსტას ძე ესაკია, ივანე ფირანის ძე ეზაკელი, სოლომონ დავითის ძე ეფრემაშვილი, ვლადიმერ პახვას ძე ემუხვარი, ვასილ ერქომაიშვილი, ევტერპია პავლეს ასული თავდგირიძე, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ზაქარია სიმონის ძე თურქია, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია და ბეგლარ პეტრეს ძე თურქია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან იაგორ როსტომის ძე თალაკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: თადეოზ ბახვას ძე ხახუბია, გიგო ხურცილავა, ეგნატე ნიკოს ძე ხუბუტია, გრიგოლ ბესარიონის ძე ჯიშკარიანი, სამსონ მიხეილის ძე ჯიშკარიანი, ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე ჯანაშია, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, კორნელი პორფილეს ძე ჯუღელი, თადა ჯღამია, პავლე ჯანაშია, კონსტანტინე ჯანჯღავა, ნიკო ჯღამია, თომა პავლეს ძე ჯავახიძე და ელენე მაქსიმეს ასული ჯანაშია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე მათეს ძე ჭავჭანიძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭანიძე, სარდიონ ნიკოს ძე ჭავჭანიძე, დესპინე ივანეს ასული ჭავჭანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭავჭანიძე, დავით გოჩას ძე ჭანტურია, პავლე შერმადინის ძე ჭყონია, გიორგი ჭელიძე, ათანასე გიორგის ძე ჭავა, ყარამან სტეფანეს ძე ჭანტურია, სილიბისტრო ივანეს ძე ჭელიძე, გიორგი გოჩას ძე ჭანტურია და კაცია ნიკოლოზის ძე ხომერიკი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გრიგოლ ქუჩუს ძე ურიდია, კონსტანტინე ურიდია, პავლე ურიდია, პავლე უბირია, იოსებ სოფრომის ძე უჩანეიშვილი, მინადორა მარკოზის ასული უჩანეიშვილი, ნოე ივანეს ძე ურუშაძე, გიორგი სიკოს ძე ურიდია, ბესარიონ ლევანის ძე ფანცულაია, ნესტორ ფაჩულია და იოსებ ლევანის ძე ფარცვანია.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: პეხუ ჩაჩავა, ბაკურ ჩხარჩხალია, მანუჩარ ნ. ჩიჩუა, ილარიონ ბიტუს ძე ჩიტაია, ალექსანდრე გიორგის ძე ჩხიკვაძე, იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი, ანდრია ოქროპირის ძე ცანავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, იოსებ ცეკვავა, დათა ცეკვავა, ესტატე ძაგუა, მიხეილ დავითის ძე წვერავა და ვარლამ ექვთიმეს ძე წივწივაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: აღათია ელიზბარის ასული დადიანი-შერვაშიძისა, ტერეზია ნესტორის ასული შერვაშიძისა, მარიამ დავითის ასული შერვაშიძისა, ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე, დიმიტრი ფილიპეს ძე შონია, ილარიონ თენგიზის ძე შენგელაია, რაჟდენ თენგიზის ძე შენგელაია, არტემ ივანეს ძე შავიშვილი, თეოფილე შათირიშვილი, გრიგოლ ხუხუტას ძე შამათავა და ტარასი ივანეს ძე შანგუა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლევან ივანეს ძე ქარცივაძე, კონსტანტინე ანტონის ძე ქარცივაძე, ალექსანდრე დავითის ძე ქაჯაია, ფიდუ ქორჩილავა, ნოე ალმასხანის ძე ქურიძე, ალექს გ.-ს ძე ქოიავა, ნესტორ ვახტანგის ძე ქოიავა, ვლადიმერ ქუთათელაძე, მასიკო ეგნატეს ძე ღლონტი, მელიტონ ღლონტი და ივანე გაბრიელის ძე ღლონტი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლევან ბახვას ძე სიჭინავა, ელენე სამსონის ასული სოლოგუბი, ნიკო საჯაია, ნიკო მერაბის ძე სიჭინავა, ტრიფონ იოსების ძე სოხაძე, ალექსანდრა მურზაყანის ასული საბაშვილი, გრიგოლ ლუკას ძე ტაბიძე, ივლიანე მერაბის ძე ტაბიძე, ნესტორ ივანეს ძე ტუღუში, ვლადიმერ იაკინთეს ძე ტუსკია და დიმიტრი კიმოთეს ძე ტაბიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ამბაკო თოფურიძე, გიგო ივანეს ძე თავაძე, მელიტონ თურქია, ლუკა ბესარიონის ძე თოფურიძე, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, მარიამ თეიმურაზის ასული კაჭარავა, ალექსი პეტრეს ძე კაჭარავა, რომანოზ ტიმოთეს ძე კაჭარავა, როსტომ ბუჭუას ძე კარანაძე და სამსონ გიორგის ძე კილაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ: ბახვა მოსეს ძე გაბუნია, არჩილ ივანეს ძე იოსელიანი და ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გრიგოლ ნესტორის ძე მიმინოშვილი, მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე, ევა გრიგოლის ასული მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მაღლაკელიძე, მარიამ ი.-ს ასული მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მილორავა, იაგორ იოსების ძე მილორავა, არსენ დავითის ძე მოლარიშვილი, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე და სამსონ მარღანია.

1913

ტიპი: სტატუსი

1912 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო ი. გ. შვილევი, მდივანი (იანვრამდე)– მღვდელი გიორგი ნათაძე, ხოლო იანვრიდან დროებითი მდივნის მოვალეობას ასრულებდა ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე.

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების 1912 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამგეობამ მონაწილეობა მიიღო იმ საზოგადო მწუხარებაში, რომელიც ეწია საქართველოს იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალების გამო და გადაიხადა პანაშვიდი (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადო მწუხარებაში: ადგილობრივ ქართველებთან ერთად ბესლანის სადგურზე შეეგებნენ ცხედარს და გვირგვინით შეამკეს კუბო. გამგეობის თავმჯდომარემ, შვილევმა, კუბოს ძვირფასი საფენი გადააფარა (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი ერთი წელი ყვარლის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის თანახმად, სოფიო დავითის ასულ კალანდარაშვილს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლის საწევრო – 12 მანეთი.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქართულ სკოლაში სწავლობდა 190 მოწაფე – 123 ვაჟი და 67 ქალი, წლის ბოლოს დარჩა 149: სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო (ძირითადად, უკიდურესი სიღარიბე – ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უქონლობა, ავადმყოფობა) სწავლას თავი გაანება 41-მა მოწაფემ – 24-მა ვაჟმა და 17-მა ქალმა; სწავლის დასრულების მოწმობა მიიღო 17-მა მოწაფემ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს პავლე ქრისტეფორეს ძე მეფურნიშვილი და ვასილ ნიკოლოზის ძე ზირაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: განათლება

კავკავის ქართული სკოლის 1912-1913 სასწავლო წელი 178-დღიანი იყო: 1-ლი სექტემბრიდან 29 მაისის ჩათვლით; გაკვეთილების გაცდენის (7554 სთ) მიზეზი ძირითადად იყო - გზის სიშორე, ავადმყოფობა, ფეხსაცმლისა და ტანისამოსის უქონლობა, მშობელთა დაუდევრობა (ანგარიშს ხელს აწერს ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისმთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მუდმივი წევრი იყო სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების სკოლის 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.