რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს ალექსანდრე ხაბულიანმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა, რომ ჭიათურაში არსებული შავი ქვის მარაგს რუსები 1878 წლიდან ამუშავებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მეთოდე ქათამაძემ ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა, რომ მდინარე ძირულას ხეობაში ხიდი აეშენებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვლადიმერ მესხიშვილი წარმოდგენის გასამართად თელავს ესტუმრა. სპექტაკლი 6 აგვისტოს თელავის თეატრში გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თელავის თეატრში დაიდგა პიესა „ცხოვრების გმირი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ვლადიმერ მესხიშვილი და გამყრელიძისა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თელავის თეატრში დადგეს პიესა „ცხოვრების გმირი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე და მელქო აჯიმამუდოვი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თელავის თეატრში დადგეს პიესა „ცხოვრების გმირი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ქეთევან ანდრონიკაშვილისა და დავით გამყრელიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს თელავის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს სასახლის ქუჩაზე, თავად-აზნაურთა ქარვასლაში, ბოზარჯიანცის მაღაზია გაქურდეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს იოანე გრიგოლის ძე კაციტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხუცური ხელნაწერი სახარება შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში ქართველ სტუდენტებს გიორგი ერისთავის „გაყრა“ უნდა წარმოედგინათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი თბილისში დაბრუნდა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება განაახლა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის რაიონის სასამართლოს წევრი იუსტინე ვიქტორის ძე კოვალსკი და ელიზავეტპოლის რაიონული სასამართლოს წევრი ივანე მიხეილის ძე ქავთარაძე თბილისის რაიონულ სასამართლოში გადავიდნენ სამუშაოდ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ბელიაევი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გარტინსკი გორის სასულიერო სასწავლებელში რევიზორად გაგზავნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპიროვი ქუთაისში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ შიუკაშვილი გორის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვლადიმერ დარისპანის ძე გომართელი ოჩამჩირის რაიონის სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ანასტასია წერეთელს ჯამაგირი 15 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ბაქრაძის ძეგლისთვის 400 მანეთი იყო გამოყოფილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, პეტრე მირიანაშვილი ალექსანდრე ბაქრაძის ძეგლისთვის გამოყოფილ თანხას გადამეტებულ ხარჯად მიიჩნევდა.