საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1915

ტიპი: განათლება

თამარ ილიას ასულმა იმერლიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და თბილისის რომელიმე გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანა სტეფანეს ასული გაბელაია ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ბარბარე პაატას ასული სულხანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ვარდენ ლორთქიფანიძემ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში განაგრძო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ნესტორის ძე კახეთელიძე პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილი ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

მარიამ რაჟდენის ასულმა მაღალაშვილმა დამთავრა მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური ინსტიტუტი და დისერტაციის დასაცავად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 5 თვით სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ ონისეს ძე მეძმარიაშვილი კიევის უნივერსიტეტის საექიმო ნაწილის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მიხეილ იაკობის ძე ტყავაძე კიევის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ელენე სააკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 12 წლის ვაჟის სწავლისთვის ყოველწლიურად 15 მანეთი სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.