საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრია ბჟალავა ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დ. წოწერია პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზოტიკე ჩიქვილაძეს მღვდლობის უფლება ჩამოართვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ სენაკის სკოლა არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო ნივთებით, ხოლო თავადაზნაურთა ბანკი მათ დახმარებას ვერ აძლევდა, ამიტომ სკოლის გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას დაეგირავებინა ის მიწა, სადაც მდებარეობდა სენაკის სკოლის ახალი შენობა, ხოლო ამ თანხით დაემთავრებინა შენობის მშენებლობა. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 იანვარს ქუთაისის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ყაზბეგი სთხოვს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილს და წევრებს, ალექსანდრე სარაჯიშვილს (რიშ-ბაბა), ალექსანდრე სარაჯიშვილს, მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს, ქრისტეფორე ციცქიშვილს, სვიმონ კლდიაშვილს, ვასილ ბერელაშვილს, დავით კარიჭაშვილს, ვახტანგ ღამბაშიძეს და ვახტანგ მუსხელაშვილს, 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში მივიდნენ და განიხილონ მუზეუმისთვის შეძენილი მამულის ვალის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი, იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე და ლონგინოზ იასონის ძე კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბა ონში მთელი რაჭის მაზრისთვის საზოგადოების განყოფილების გაიხსნის თაობაზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრიდან თბილისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის რედაქტორობით ყოველდღიური ქართული გაზეთი „ახალი დროება“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მსხალაძის მოკვლის ბრალდებით დაპატიმრებული ლაპინი 500 მანეთის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს თბილისში ჟურნალ „სიმების“ გამოცემის ნება დართეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვასილ წერეთელმა ძველი იმერული გალობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბერს იასონ გაბილაია მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის რწმუნებულთა 26-ე კრებაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ჩხეიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს საპატიო თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი 4-მოქმედებიანი პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით ექვთიმე თოდრაძეს ოზურგეთის მაზრა უნდა დაეტოვებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ გელოვანი ბაქოში ჩავიდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. აფაქიძე ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ მიიწვიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ გელოვანი ბაქოდან პეტერბურგში აპირებდა დაბრუნებას.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილი მეღვინის თანაშემწედ მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ნ. ა. გრედესკული გეგმავდა თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასვლას და ქალაქის თეატრში ლექციის „ნაციონალური საკითხის თაობაზე დასავლეთსა და რუსეთში“ წაკითხვას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 34 პირი ესწრებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს დეკანოზ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ადგილობრივ წევრებად 34 მსურველი ჩაწერა.მათი მიზანი იყო უკვე არსებული სამკითხველოებისთვის ხელის შეყყობა და ახლის გახსნა, წერა-კითხვისა და დაწყებითი განათლების გავრცელება, საკანცელარიო და სასწავლო სახელმძღვანელოების საწყობის გახსნა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ თავმჯდომარედ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი აირჩია.