რეგისტრირებული ფაქტები92302
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უილსონის მიერ შემოთავაზებული სავაჭრო თავისუფლების წინადადება ყველა სახელმწიფოსათვის მისაღები იქნებოდა და ეს მიმდინარე ომის გავლენით მოხდებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი სვამდა კითხვას, რა პერსპექტივებს მოუტანდა საქართველოს მსოფლიოს მიერ სავაჭრო თავისუფლების აღიარება და რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მას ქვეყნის მომავალი წყობის განსაზღვრისას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მომავალში მსოფლიოს მიერ აღიარებული თავისუფალი ვაჭრობა ძირშივე მოსპობდა ქვეყნის მრეწველობას და დაუძლეველ ზღუდედ შეიქნებოდა ადგილობრივი ეკონომიკური ძალებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის ევროპის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში გერმანია ებრძოდა ქვეყნების კოალიციას, რომელსაც ინგლისი ედგა სათავეში. მისი აზრით, ომის ნამდვილი მიზეზი არა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა იყო, არამედ ის ეკონომიკური ანტაგონიზმი, რაც ინგლისსა და გერმანიას შორის არსებობდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე გიორგის ძე სულავა დაიბადა 1904 წლის 25 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს ალექსანდრე სულავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წელს ალექსანდრე სულავა მიიღეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციაში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1929 წლებში გერცელ ბააზოვის ლექსები, თარგმანები, ნარკვევები და სტატიები იბეჭდებოდა პერიოდიკაში: „ტრიბუნა“, „თეატრი და ცხოვრება“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“ და სხვ.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლიდან გერცელ ბააზოვი აქტიურად მუშაობდა როგორც დრამატურგი და ბელეტრისტი.

