საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

1915

ტიპი: განათლება

გიორგი გრიგოლის ძე ჩარექაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მიხეილ კალისტოს ძე შავიშვილი იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძე იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიამ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ტერენტი ეგნატეს ძე ყურაშვილი სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

შალვა დავითის ძე ფურცელაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა გორის გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძემ სოფ. ბრეთის სკოლა დაამთავრა და წინამძღვარიანთკარის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას ივანე გრიგოლის ძე ავალიშვილი შუამდგომლობდა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე უსენაშვილი მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ირაკლი ილიას ძე ტატიშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე გიორგის ძე ტატიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ნოემბერში საზოგადოებამ ბაგრატ ბეთანელი აკაურთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა. პირველი მასწავლებლის, ტრიფონ შუბლაძის, მსგავსად ერთ თვეში ისიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და სკოლაში სწავლა დროებით ისევ შეწყდა.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი ლევანის ძე ხეჩინაშვილმა დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია იყო დონის პოლიტექნიკუმის სააგრონომიო განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.