რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გადატანილი ყვავილას ავადმყოფობის შემდეგ დუტუ მეგრელს ჯირკვლები გაუსივდა და იძულებული გახდა გიმნაზიის დასრულებამდე მუდამ კისერშეხვეულს ევლო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს დუტუ მეგრელი კმაყოფილი დარჩა, როცა პანსიონში მიიღეს, რადგან პირველად იგრძნო თავი სხვების თანასწორად.
1870
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ქუთაისის პანსიონში გადასვლით დუტუ მეგრელს დიდი ტვირთი მოეხსნა, რადგან სამადლოდ სხვებთან ცხოვრება აღარ მოუწევდა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში აბაშიძეებს, ვისთანაც დუტუ მეგრელი იზრდებოდა, მასწავლებლებად შვილებისთვის დაქირავეული ჰყავდათ რუსები.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში დუტუ მეგრელი რაღაც ხანი დედასთან ერთად სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან იზრდებოდა, მერე კი აბაშიძეების სახლში წაიყვანეს.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლამდე ნაქონ დუტუ მეგრელის მამის, თომას „ჟამნზე“ ყოფილა მინაწერები მისი გვირგვინკურთხევის, გარდაცვალებისა და ვაჟის დაბადების თარიღებით.
1866
ტიპი: ღონისძიება
დუტუ მეგრელის მამას, თომას დიაკვნად მსახურობის გამო საკმაოდ გვიან, 1866 წელს შეურთავს ცოლი.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამი ადრეულ ასაკში აბაშიძეებთან ცხოვრობდა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამ გაგუა ბავშვობაში ჯერ წულუკიძეებთან იზრდებოდა, მერე კი წულუკიძის ქალის ქმრის, აბაშიძის ოჯახში გადასულა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამ გაგუა წულუკიძეზე გათხოვილ დადიანის ქალს წაუყვანია წულუკიძეებთან და მთელი ბავშვობა იქ გაუტარებია.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია წერდა, რომ მის მშობლიურ სოფელ ხეთაში ახალ დროშიც ას კომლამდე მისი გვარის ხალხი ცხოვრობდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
სასულიერო კარიერისთვის თედო სახოკიას დაბადებიდან, 1868 წლიდანვე ყველაფერი ხელს უწყობდა: სასულიერო შთამომავლობა, სპეციალური სასულიერო აღრზდა და მუდმივად სასულიერო წრეებში ტრიალი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში პრივილეგირებულ კლასთა (თავადის, აზნაურის, სამღვდელოთა) ოჯახში დედა თავის შვილს თვითონ არ ზრდიდა. ამაზე სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა მდგომ გლეხის ქალს (ძიძას) და მის ქმარს (მამამძუძეს ან როგორც სამეგრელოში ეძახდნენ მორდუს) უნდა ეზრუნათ.

