რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის მიერ თარგმნილი ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს სახალხო სახლში პოეტმა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილმა სალიტერატურო-დრამატული დილა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს დეპუტატთა საკრებულოში აკაკი წერეთლის დამკრძალავი ბიუროს კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს სახალხო სახლში ბარბარე ისაკის ასულ კურდღელაშვილის მიერ გამართულ სალიტერატურო-დრამატულ დილაზე ლექტორმა დიმიტრი უზნაძემ წაიკითხა ლექცია „ხელოვნების შემოქმედების დედაარსი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ სააკოვისას, კავთელის, იოსებ ჟივიძის, რომანოზ სალაყაიას, მ. სულთანიშვილის, ალექსანდრე თავდგირიძისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს ბაქოში შალვა დადიანის მონაწილეობით „სახელმწიფო სადგომი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრის მიერ წარმოდგენილ ისტორიულ დრამას „და-ძმა“ ვაჟა-ფშაველა დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა ისტორიული დრამა „და-ძმა“ ა. ბერიაშვილის, გიორგი მაისურაძის, დ. კობიაშვილის, ი. ოსიტაშვილის, ს. კობაიძის, ვ. სიდამონიძის, ს. ბერიაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში წარმოადგინეს ივანე გიგოშვილის ახალი დრამა „შურისძიება“ გ. გაბინაშვილის, ღოღაძის, ალ. გოგაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 აპრილს მიხეილ ჭიაურელს სახალხო სახლში „მელანიას ოინები“ და „პირიმზე“ უნდა წარმოედგინა. შემოსავალი მოხმარდებოდა საქანდაკო სახელოსნოს აშენებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით დავით მესხის თარგმნილი „მედეა“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს „მედეა“ ნინო ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, იუზა ზარდალიშვილის, ანა ქიქოძის, ანა შოთაძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

