საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87881

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 27 ივლისს ერ. სუხიაშვილს სოფელ ბოსლევში თევზაობის დროს ხელში დინამიტი აუფეთქდა და გარდაიცვალა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკაია პატარა გოგონებისთვის აარსებდა საყმაწვილო ბაღს და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათიდან ორ საათამდე.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მელნიკოვს ცილისწამება ედებოდა ბრალად. მოსამართლემ იგი გაამართლა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს 40 კაპიკად ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძეს ერგნეთში 22 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სავენახე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძის ერგნეთში მდებარე 22 დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძეს საციხურში 48 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძის საციხურში მდებარე 48 დესეტინასა და 600 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ სიმონის ძე ტუტუნოვს რუისში 6 დესეტინა და 1130 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სავენახე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ სიმონის ძე ტუტუნოვის რუისში მდებარე 6 დესეტინასა და 1130 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ოლღა ვასილის ასულ ბახუტაშვილისას ბოჭორმაში 885 დესეტინა და 610 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ოლღა ვასილის ასულ ბახუტაშვილის ბოჭორმაში მდებარე 885 დესეტინასა და 610 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გერასიმე მიხეილის ძე ჩოლოყაშვილს მატანსა და მარელისში 1219 დესეტინა და 2250 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გერასიმე მიხეილის ძე ჩოლოყაშვილის მატანსა და მარელისში მდებარე 1219 დესეტინასა და 2250 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში სურამში მილილა აკოფოვის დუქნიდან ფული მოიპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სალაყაია სოფ. სუჯუნას ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ელიავა სოფ. სუჯუნაში დეკანოზი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სუჯუნას საქალებო სამრევლო სკოლა გუგუშვილის დაარსებული იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში შაჰი ნასერ ალ-დინი ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს იური მიხეილის ძე ჭავჭავაძემ თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას 3 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი შაჰს, ნასერ ალ-დინის დახვდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილის სოღანლუღში მდებარე 153 დესეტინასა და 2041 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პავლე დიმიტრის ძე ტატიშვილს ხოვლეში 20 დესეტინა სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.