რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მევენახეობისა და მეღვინეობის კომიტეტი უნდა გახსნილიყო. კომიტეტის უფროს სპეციალისტად კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს ნიშნავდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საარჩევნო ცენზის უქონლობის გამო ევგენი გეგეჭკორი დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოზურგეთის მაზრაში მცხოვრებმა მღვდლებმა – მ. სიხარულიძემ, მ. თალაკვაძემ და გ. ურუშაძემ – გუბერნატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრეს ღორის მომშენებელი საზოგადოების დაარსების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკავში უჩა დადიანის საქმის გარჩევა დამცველთა თხოვნით გადაიდო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე ბაბუნეიშვილმა ქუთაისში ყოველდღიური გაზეთ „მერცხლის“ გამოცემის ნებართვა ითხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ გრიშაშვილი ნოემბერში ბაქოში სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის თანამოაზრეების მიერ დარიგებულ ბიულეტინებში ივლიანე ანჯაფარიძის სახელიც უნებართვოდ იყო მოხსენიებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ კალისტრატე ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო შეტანილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილია ივლიანე ანჯაფარიძის განცხადება, რომ არცერთი საარჩევნო ჯგუფის წარმომადგენლობა არ სურდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე რაშიუკინმა რიონში თავის დახრჩობა სცადა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე რაშიუკინი საოლქო სასამართლოში მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ერისთავის საქმე განიხილა. მას ორი წლითა და რვა თვით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 ოქტომბერს მიხეილ ჯოჯუა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ჯღარკავა ქუთაისის სატუსაღოდან პეტროვკაში გაგზავნეს. მას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებით სკოლის მოსწავლეებს ყოველწლიურად 300-400-ზე მეტი ხეხილის ძირი, თესლები და დასამყენი ტოტები უფასოდ ურიგებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლოლა ლევანის ასულმა იმნაძემ ლანჩხუთის უფასო სამკითხველოსთვის შეაგროვა 18.1 მანეთი, ქართველი მეფეებისა და მწერლების სამი სურათი და სამკითხველოს გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა თეატრ „რადიუმში“ ლექციებს მართავდა. ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს საქართველოს ისტორიიდან „მეფე ქართლ-კახეთისა გიორგი მე-12“ უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წიგნების გამომცემელი ამხანაგობა „ცისკარი“ გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის მიერ თარგმნილი ლეგენდის – „გადარჩენილის“ გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ც. ამირაჯიბს ერთი წელი ქუთაისის დასში უნდა ემუშავა.