რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძეს ერთმა შეძლებულმა ქართველმა სპარსეთში წარმოდგენების გასამართად დასის შედგენა შესთავაზა. იგი ჯანელიძეს გარანტიად 2 000 მანეთს, ხოლო ავანსად – 500-ს შეჰპირდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით,სოფ. თამაკონის პირველდაწყებით სკოლას აგრონომიული განყოფილება ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონში 900 ოჯახი ცხოვრობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის სკოლაში სწავლა ფასიანი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ივანე ჭყონია, ივანე ბარამიძე და თეოფანე სიხარულიძე ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეებმა – ივანე ჭყონიამ, ივანე ბარამიძემ და თეოფანე სიხარულიძემ – ლოლა იმნაძეს მადლობა გადაუხადეს თანხის შეგროვებისა და შეწირვისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლები მოსახლეობას ვენახის მოვლას ასწავლიდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებითი სკოლის მოსწავლეებს უფასოდ დარიგებული ნერგებითა და თესლებით თავიანთ ბაღებში საუკეთესო ჯიშის ხეხილის მოშენება და ამ საქმეში მეზობლების დახმარება ევალებოდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეო ქიაჩელის პიესის „სამი დედის შვილი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბერს გრიგოლ გაჩავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ბათუმის ციხეში გაგზავნეს. იქ მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ადგილობრივ თეატრში საღამო უნდა გაემართა. საღამოს ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექიმ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა ექიმი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ გაბრიელის ძე ფრუიძე ლეჩხუმის გლეხთა რწმუნებული იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 15 ოქტომბერს გრაფი ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი პეტერბურგიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის ზედმიწევნით შესასწავლად ხშირად მოგზაურობდა ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, ალჟირსა და სხვა ქვეყნებში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის გამგეს, იოსებ ივანეს ძე ოცხელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილისაგან ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემაზე ხელმოწერა ჰქონდა მინდობილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში ცნობილი ყაჩაღი ფიროსმანიშვილი შეიპყრეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტში პროფესორ ბ. იაკუბოვიჩის ნაცვლად თანამდებობაზე პროფესორი სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე დანიშნეს. იაკუბოვიჩის გადაყვანის გამო სტუდენტებმა პროტესტი გამოაცხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილს გორში გაზეთ „ქართლის“ გამოცემის უფლება მისცეს. მანამდე გაზეთი იაკობ თომას ძე ცინცაძის ხელმძღვანელობით გამოდიოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თევდორე ღლონტს იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში უნდა ენახა და კოოპერაციის რედაქტორის დავალებით ჟურნალის გამოცემის შესახებ მოლაპარაკებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის პიესას „ციცინათელა“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში განმეორებით არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად რუსთა კურიიდან დახნოვიჩი დაასახელეს.