რეგისტრირებული ფაქტები89533
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს პროგიმნაზიული კლასის გახსნასთან დაკავშირებით სასწავლო ოლქის მზრუნველთან გასაგზავნი წერილის შედგენა დაავალეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, შეთანხმდნენ, რომ დაებეჭდათ და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მოხმარების წესები გაეგზავნათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ივანე მაჩაბელს ისტორიისა და არითმეტიკის სახელმძღვანელოების რუსულიდან თარგმნა დაევალა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ნესტორ წერეთლის ინფორმაცია სოფელ კუხის საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების შესაძენი ხარჯები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალქსანდრე ორბელიანთან და სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრებთან ერთად მოსწავლეთა საბოლოო გამოცდას დაესწრო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე ორბელიანმა შეადგინეს 15 კაციანი სია, რომელთაც თითოეული სკოლისთვის ყოველწლიურად 60-80 ლიტრი ღვინისა და 750 კილო პურის მიწოდება დაევალათ.
1882
ტიპი: გარდაცვალება
1882 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სარედაქციო გვერდზე ერეკლე ბატონიშვილის ნეკროლოგი გამოაქვეყნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის დეკემბერში პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა, მისი და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირი“ საქართველოში დაედგა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის ოჯახში საჯაროდ წაიკითხა თავისი და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა შექსპირის „მეფე ლირის“ თარგმნა დაასრულეს.

