რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას დაეარსებინა სამკითხველო-ბიბლიოთეკები, რათა საშუალება მიეცა კურსდამთავრებულებისთვის არ შეეწყვიტათ სკოლასთან კავშირი და სწავლის დასრულების შემდეგაც განვითარებულიყვნენ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას მასწავლებლებისთვის საშუალება უნდა მიეცა სკოლებში ხშირად გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, რათა ხალხს გაეაზრებინა რამდენად საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სკოლების არსებობა. კიკვაძის აზრით, საზოგადოების აზრის გაგება თუ როგორი სკოლა სურდათ ან მოსწონდათ თუ არა უკვე არსებული სკოლების სისტემა, გამგეობას ხელს შეუწყობდა სკოლების მოწყობის სისტემა გაეუმჯობესებინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების ხელფასი 40 მანეთი ყოფილიყო და ყოველ ხუთ წელში თითო თუმანი მოემატებინათ მანამ, სანამ 70 მანეთამდე არ გაიზრდებოდა მათი ხელფასის რაოდენობა. მისი აზრით, ხელფასის მომატება მასწავლებლების მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ შეედგინათ სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ თუ რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა, შემდეგ სად წავიდნენ ისინი და ირიცხებოდნენ თუ არა საზოგადოების წევრებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლებს მოთხოვნისამებრ ყველა საჭირო ნივთს უგზავნიდნენ. ასევე 1911 წლიდან საზოგადოების ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იყო სკოლებისთვის სასწავლო ნივთების შესაძენი თანხა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში სამინისტროს სკოლებთან შედარებით სწავლა-აღზრდის საქმე უფრო მოწესრიგებული იყო, რაც ნათლად ჩანდა სამინისტროს კავთისხევისა და საზოგადოების წინარეხის სკოლების ერთმანეთთან შედარებისას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მოსწავლეების რიცხვი კი არ იკლებდა პირიქით, საგრძნობლად იმატებდა. მან მაგალითად მოიყვანა ატენის სკოლა, სადაც მოსწავლეთა რიცხვი 47-დან 78-მდე იყო გაზრდილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოცდაათ წუთზე. კრების გაგრძელება დაინიშნა 23 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

