რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში წარმოდგენილ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამაში „მეგობრობა“ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია არჩილ ლომაურის როლს ასრულებდა, მარიამ თათეიშვილი-რატიანისა – თამარას როლს, ანასტასია გამრეკელისა – კატოს, ქეთო კალაძე – ელიკოს როლს და სხვ.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 20 ივნისს მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი დასასვენებლად პატარა ცემში წავიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ განიხილა გამგეობასთან არსებული სექციის დადგენილება თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხის შესახებ. სექციამ ეს დადგენილება გამოიტანა მას შემდეგ რაც გაეცნო საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებას, რომელიც ეხებოდა თელავის ქართული სკოლის მდგომარეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას რამდენიმე რჩევა მისცა თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენების მიხედვით, მეორე და მესამე განყოფილებებში მოსწავლეთა რიცხვი (59 მოსწავლე) ნორმას აღემატებოდა. მთავარი გამგეობის აზრით, პირველი სექტემბრიდან განყოფილებას მესამე მასწავლებელი უნდა მიეწვია. წერილს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 18 ივნისს დავით მიხეილის ძე კვანტალიანი, რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი და ისიდორე ივანეს ძე სტურუა გახდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე და სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს ვალერიან მიხეილის ძე ხარებავა, გრიშა თევდორეს ძე ჯაფარიძე და დიმიტრი ათანასეს ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 18 ივნისს ანეტა ონისიმეს ასული სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

