საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძეს დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს წერილები ა. პუშკინის, ბესიკის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის, გ. ტაბიძის, ნ. ოსტროვსკის, ნიზამის, ბ. ბელინსკისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს სიმონ წვერავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად და განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო-პედაგოგიური საბჭოს წევრად.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1932 წლებში სიმონ წვერავა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტთან” არსებული კომკავშირელ მწერალთა წრის თავმჯდომარე იყო.

1928

ტიპი: ღონისძიება

სიმონ მთვარაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს საბავშვო ჟურნალ „ოქტომბერში” დაიბეჭდა სიმონ მთვარაძის პირველი მოთხრობა „მანქანამ გაიმარჯვა”.

1928

ტიპი: ღონისძიება

ბორის ჩხეიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1931 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა სახბანკის აღმრიცხველად თბილისში.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის პირველი მოთხრობები გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში”.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე შანიძის პირველი წიგნი „ლექსები”.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1931 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მასწავლებლად მუშაობდა თბილისის შვიდწლიან სკოლაში.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „ისმის ნაბიჯები”.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „აი მოკლეთ”.

1928

ტიპი: ღონისძიება

გიორგი სამხარაძემ ლიტერატურული საქმიანობა 1928 წელს დაიწყო.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაამთავრა საშუალო სასწავლებელი თბილისში.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს გიორგი შატბერაშვილმა სწავლა დაიწყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1928

ტიპი: ღონისძიება

მამია ასათიანმა ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1928 წელს.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში მამია ასათიანმა დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928 წელს გიორგი კაჭახიძე მიიღეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრად.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1929 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ვანიონ დარასელი ასწავლიდა არასრულ საშუალო სკოლაში სოფელ ლიასა და ხორგაში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის დაწყებითი სკოლის მასწავლებელად.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს, პენსიონერთა სიის გადახედვის დროს, დუტუ მეგრელს პენსია შეუჩერეს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.