საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92282

1915

ტიპი: ავტორობა

1917 წლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ცნობები, რომ 1915 წელს რუსულად ითარგმნა სუფრაჟისტების მოძრაობის ლიდერის, ემელინ პანკჰერსტის წიგნი „ჩემი ცხოვრება“, რომელშიც გადმოცემული იყო თუ როგორ წარმოიშვა და განვითარდა ინგლისში მილიტანტური მოძრაობა. ეს წიგნი წარმოადგენდა სუფრაჟისტული და მილიტანტური მოძრაობის მთავარი ფიგურის ავტობიოგრაფიას.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვახტანგ ქრისტეფორეს ძე ზარაფიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს სოფიო ვასილის ასული ვახვახიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. მას ჰქონდა II ხარისხის დიპლომი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე მსახურობდა კავკასიის ოლქში სამხედრო მოხელედ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითის მცხოვრებლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოსკოვის კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტ გენადი პეტრეს ძე მიხელიძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვეს.

1915

ტიპი: განათლება

კონსტანტინე პეტრეს ძე დემუროვი ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ უსახსრობის გამო ერთი წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ილია პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო, ერთი სკოლა ჰქონდა გახსნილი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი იყო პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.