საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი სამმოქმედებიანი კომედიის „რაც გინახავს – ვეღარ ნახავს“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ თონეთის მაზრის უფროსს, ლევან ჯანდიერს ფასანაურის ფოსტიდან გაქცეული პატიმრების სწრაფად შეპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათეატრო კომიტეტი ზამთრის სეზონზე წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხის მოწვევას გეგმავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის თამაში სპექტაკლებში „ჟან-ბოდრსა“ და „შეშლილში“ განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ დავითის ასულმა ამილახვარმა ნათესავებსა და ნაცნობებს განცხადებით აუწყა მეუღლის, ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვრის გარდაცვალება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის გამგეობის წევრმა ხოსროევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმავე წლის 23 ნოემბერს საქალაქო სახლში ერევნის მოედანზე გაიმართებოდა მესამე რიგის ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნებს სამი წლის (1887-1890) ვადით აირჩევდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოსროევი თბილისის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავმა ქართულად თარგმნა ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „დამშეული“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი ლეგენდა „გოჩი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 16 ივნისს კავკასიის სამხედრო სასამართლოში თბილისის სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელის იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის საქმეს განიხლავდნენ. დამნაშავეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ: საგინოვი, ბაიკოვი, სარაჯოვი, მაქსიმოვი, კოროვნიკოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საგინოვი პოლკოვნიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაიკოვი პოლკოვნიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარაჯოვი კაპიტანი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაქსიმოვი შტაბსკაპიტანი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოროვნიკოვი მდივნის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი შავგრემანი, ულვაშიანი 19 წლის ახალგაზრდა იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ორი მოწმე: თავად მოკლულის პავლე ჩუდეცკის სიმამრი, მღვდელი ანანია ივანეს ძე მანჟელეი და სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკოლოზ მახათაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მახათაძე თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ლატოცკი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჩეტირკინი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.