რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.
1929
ტიპი: გარდაცვალება
1929 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქართველი ქალი პისტი დოლიძისა სამზარეულოში საქმიანობდა, კაბაზე ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.
1929
ტიპი: გარდაცვალება
1929 წლის 11 აგვისტოს ილემის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გაიოზ ლუკას ძე მაღრაძე გარდაიცვალა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ვარშავის კლუბის "პრომეთეოსი" პრეზიდიუმში წარადგინა წინადადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წერილის თანახმად, თუ რაიმე საერთო გამოსვლა დაიგეგმება სსსრკ- ში შემავალი ერების მონაწილეობით, ქართველებიც მათ უნდა შეუერთდნენ. გამოითქვა უკმაყოფილება სხვადასხა ერების მიერ, თუმცა ღონისძიება მაინც კარგად ჩატარდა და უამრავი ადამიანი დაესწრო.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 29 მაისს პარიზში საქართველოს მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და მისმა მეუღლემ მადლობის ბარათი გაუგზავნეს რექტორს, პარიზის უნივერსიტეტების საბჭოს პრეზიდენტსა და სებასტიენ შარლეტის, სორბონაში საღამოს გასატარებლად მიწვევისთვის, რომელიც უნდა გამართულიყო 1-ლ ივნისს, 9 სთ. 30 წთ-ზე. ჩხენკელი დიდი სიამოვნებით დაესწრება, ხოლო მეუღლე ვერ დაესწრებაო, ნათქვამია ბარათში.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 27 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის შეტყობინების ბარათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 13 აპრილს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ ჟენევაში გამგზავრების გამო, საქმეების მართვა გადასცა დელეგაციის პირველ მდივან სოსიპატრე ასათიანს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნული იყო პედაგოგიური ფაკულტეტის საჯარო სხდომა, რომელსაც ქრისტინე შარაშიძე უნდა დასწრებოდა. ბილეთს ხელი მოაწერა პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
1929
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 29 მარტს საქართველოს მინისრტი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს ჩინეთის ელჩ ლ. კაოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 25 მარტს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 31 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

