საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ივანეს ძე აბაზაძეს გორის მაზრაში 46 დესეტინა და 2280 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ გრიგოლის ძე ნაზარბეგოვს ბორჩალოს მაზრაში 813 დესეტინა და 777 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ გრიგოლის ძე ნაზარბეგოვის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 813 დესეტინასა და 777 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ზაქარია ოქუაშვილმა გამოაქვეყნა სტატია პატარა ლიახვის ხეობის შესახებ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სუშჩევსკი ინჟინერ-ტექნოლოგი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში ალექსანდრე სოლომონის ძე ჩოლოყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკოვი აფთიაქის მეპატრონე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს არსენ კალანდაძემ და ალექსანდრე ზარიძემ გორში პატარა სტამბა გამართეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვა წევრებმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ჩოლაყაშვილს ახალგორში მდებარე ერთკლასიანი საერო სასწავლებლის ოძისში გადატანა დაავალეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე იაკობის ძე პოპოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი ტერტეროვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გუბნელოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირიანაშვილი გორის ბაზრის უფროსი იყო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა დაღესტნელი მაჰომედ-ალი დახადაევი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისს მიხეილ ყიფიანის განცხადებით ქართული სასწავლებლის სასარგებლოდ კავკავის საერთო ბაღში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო პეტროვსკში დახვრიტეს ულუბი დანიალის ძე ბუინაკსკი და მისი ხუთი ამხანაგი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლეს გარუნ გარუნის ძე საიდოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ბარათაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის მე-2 კლასიკურ გიმნაზიაში ღარიბ კურსდამთავრებულთა სასარგებლოდ სატანცაო საღამო გაიმართებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 ივლისს ილარიონ გერსამია ქუთაისში ავაზაკებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის პირველ აგვისტოს იალრიონ გერსამია გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერა „აფხაზები და აფხაზნი“, პირველი ნაწილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს ნიკოლოზ ვეზირიშვილს სოფელ ოსიაურში ძნა დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოს არისტაკესის ხელმძღვანელობით დუშეთში 4 კლასიანი სკოლა უნდა აშენებულიყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არისტაკესი სომხეთის ეპისკოპოსი იყო.