რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ გარსევან თანდილას ძე ხიდაშელი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრად აერჩიათ სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილის მაგივრად, რადგან ის ჯარში გაწვევის გამო ვერ შეძლებდა გამგეობის წევრობას.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ გიორგი საბას ძე უთურაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, თედო დავითის ძე ლობჟანიძე აერჩიათ ადგილობრივი განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობამ მოიწვია საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ ბოჭორიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, დავით ივანეს ძე გაბისონია ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს სახალხო სახლში იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ბაქოში შალვა დადიანის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის პიესა „ღალატი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ეფემია მესხის, ვასო აბაშიძის, ვასილ არაბიძის, იოსებ ივანიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ კორიშელისა და ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე აფხაზმა, აღმასრულებელი ბიუროს ასარჩევად სხდომა მოიწვია.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს იოსებ გედევანიშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს მდივნად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს დიმიტრი ჩოლოყაშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს ხაზინადრად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს კოტე აფხაზი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე გედევანის ძე გომართელი და ს. ფორაქიშვილი სააღმასრულებლო ბიუროს წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე მ. ა. სუმბათაშვილი სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გამართულ ნატალია ჯავახიშვილის ბენეფისზე პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.

