რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ივანეს ძე შახაზიზოვ-კამსარაკანის დიდ დურნუკში მდებარე წისქვილს, 780 დესეტინასა და 1860 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე და საძოვარ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის ართანაში მდებარე 98 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ ტყეს, წისქვილს, სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ხანუმა ყიზი თოფჩიევის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 197 დესეტინასა და 1500 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რაჟდენ და გიორგი გრიგოლის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევების გომბორში მდებარე 400 დესეტინა ტყეს, საძოვარ და სათიბ ადგილებს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 3 აპრილს თბილისში სპარსეთის ქვეშევრდომი აბდულა-აბას-ოღლი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე პავლე სვეტლოვი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებასა და დიდაქტიკას ასწავლიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დ. მ. აბაშიძემ, ოქ. ი. ურუშაძემ, ს. კ. ჭიჭინაძემ, ფ. მგალობლიშვილმა და იაგ. ა. თაყაიშვილმა თითო მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე სიმონის ძე მურვანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 2210 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1934
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1934 წლიდან შალვა მაღლაკელიძეს ლატვიიდან საფრანგეთში მოუწია გადასახლება.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლიდან შალვა მაღლაკელიძე საფრანგეთში ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებს: „ორნატი“, „თეთრი გიორგი“ და „ქართლოსი“.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ერობაში მსახურობდა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ჭიათურაში.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 1-ელი სექტემბრიდან 27 აგვისტომდე ლუბა ფოცხვერია ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 მარტს ხ. ნ. გროზდოვმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ზაქარია გიორგის ძე ჯანიაშვილსა და ალექსანდრე ანტონის ძე ლოლიშვილს შავშვებში 134 დესეტინა და 130 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბოსტნე და სათიბი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რაჟდენ და გიორგი გრიგოლის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევებს გომბორში 400 დესეტინა ტყე, საძოვრები და სათიბები ჰქონდათ.

