რეგისტრირებული ფაქტები87804
სორტირება თარიღი კლებადობით
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს შალვა შათირიშვილი, მიხეილ შავარდნაძე, გიორგი შოთაძე, ალექსანდრე შოთაძე, ანდრო შუბლაძე, ივანე შალამბერიძე, იაკობ ჩარექოვი და თამარ ჩარკვიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ვლადიმერ ჩოჩია, ერმილე ჩომახიძე, გიორგი ჩხაიძე, კალენიკე ჩხაიძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, თათუშა ჩხეიძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ილია ჩხეიძე და ერმილე ჩხობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრობის კანდიდატთა სია: მინა წუწუნავა, ესტატე გიორგის ძე რუსია, ანდრია ქვარცხავა, დიმიტრი ოტიას ძე ზოდელავა, გიგო ჯგერნაია, თევდორე გაგუა, გიგო კანკია, თეოდოსია გიგოს ასული სიხარულიძე, სევერიან იოსების ძე გუგუშვილი, ნიკოლოზ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი, დავით ალექსის ძე ლევიძე, გლახუა სოლომონის ძე კობახიძე, მიხეილ ივანეს ძე ბერულავა, იოსებ ჯანჯღავა, ანტონ დიმიტრის ძე ნინუა, ანდრია ჩხეიძე, ვარლამ მგელაძე, გრიგოლ ბახვას ძე ნადარეიშვილი, ვლადიმერ ცქვიტინიძე, ტერეზა ელიზბარის ასული ემუხვარი, გიორგი იორამის ძე თურქია, ივანე ფირცხალავა, იოსებ ლევანის ძე ფირცხალავა და გიგო ხურცილავა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს პროკოპი გეგენავა, ელისაბედ გეგეჭკორისა, ევგენი გეგეჭკორი, ოლღა გეგეჭკორი, თორნიკე გეგეშიძე, ანტონ გელაზაროვი, ბესარიონ გელოვანი, მელანია გველესიანისა და ალექსი გერსამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ნიკოლოზ ბარძიმაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი, ვუკოლ ბერიძე, ვასილ ბეჟანიშვილი, ივანე ბექაია, ბართლომე ბიბილეიშვილი, ოლღა ბოკერია, ბესარიონ ბოკუჩავა და სპირიდონ ბოლქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გ. ზდანოვიჩი, ამხანაგი – ი. ოცხელი) თავის მზრუნველობაში არსებულ 18 ბიბლიოთეკას საკუთარი ხარჯით უწერდა 4 სხვადასხვა ქართულ გაზეთსა („იმერეთი“, „ჩვენი ერი“, „სასოფლო გაზეთი“, „კოოპერაცია) და 1 საყმაწვილო ჟურნალს.
1913
ტიპი: სტატუსი
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის (თავმჯდომარე - გ. ზდანოვიჩი, მოადგილე - ი. ოცხელი) ნამდვილი წევრები, რომელთაც გადახდილი აქვთ 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი: ვასილ ფანცულაია, მელქისედეკ ფაღავა, ნიკო ფაღავა, ნინო ფაჩულიასი, პორფილე ფანჯავიძე, ნიკოლოზ ფერაძე, ზაქარია ფირალიშვილი, არსენ ფოჩხუა, ვერა ფხაკაძე, პარმენ ქებულაძე, ნიკო ქელბაქიანი, სევერიან ქელბაქიანი, პლატონ ქორდავა, გიორგი ქორქაშვილი, მიხეილ ქორქაშვილი, დავით ქუთათელაძე, ლუკა ქუთათელაძე, სოფიო ქუთათელაძე, ლუკა ღოღელია, სიმონ ღოღობერიძე, სამსონ ყიფიანი, პეტრე ყიფიანი, იპოლიტე ყიფიანი, ვლადიმერ ყუფარაძე, გრიგოლ ყუფარაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვარშავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ნაწილის სტუდენტ ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი დასრულდა და გაზაფხულზე მისი კურთხევა იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ხარჯები ჯერ კიდევ გასასტუმრებელი იყო, თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვეს, მათ მიერ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი (1800 მან.) საზოგადოების წევრის, ხაზინადარ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისათვის გადაეცათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ 39 სხდომა გამართა. თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი პეტერბურგში ყოფნის გამო მხოლოდ 25 სხდომას დაესწრო, თავმჯდომარის ამხნაგი იოსებ ოცხელი – 28-ს, იაზონ ბაქრაძე კი – 39-ს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის მაისიდან ნოემბრამდე მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილი მესაქონლეობის გამომკვლევ ექსპედიციაში მუშაობდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.

